03/01/14 მატჩ-რევანში თურქეთთან და პირველობის შანსები
საქართველოს ნაკრები უკვე დაბრუნდა თბილისში და მზადება დაიწყო თურქეთთან საპასუხო თამაშისთვის. თურქები შაბათს ჩამოფრინდებიან.
ევროპის პირველ ჯგუფს 5 ქულით ლიტვა ლიდერობს, მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ პირველი ადგილის დაკავებისა და პლეიოფში გასვლის შანსი ჯერჯერობით ყველას შერჩენილი აქვს.
საქართველოს ნაკრებს ორივე საშინაო თამაშის მოგება მართებს – 5 იანვარს თურქეთთან და 8 იანვარს ლიტვასთან, რათა 11 იანვარს, ფინეთში თამაშის წინ პირველობის შანსი შეინარჩუნოს, ოღონდ უკვე მეტოქეთა შედეგებზეც იქნება დამოკიდებული.
მაგალითისთვის, უკვე შაბათს, 4 ივნისს ლიტვა მასპინძლობს ფინეთს, რომელსაც 2 იანვარს 20:15 უგებდა, მაგრამ ბოლო ათ წუთში 5 უპასუხო გოლი გაუშვა. თუ საქართველოს ნაკრებს პირველობა უწერია, მაშინ ლიტვამ ორ დარჩენილ საშინაო მატჩში ქულა მაინც უნდა დაკარგოს, სხვაგვარად ლიტველებს ვერ დავეწევით.
ნებისმიერ შემთხვევაში, თურქეთთან და ლიტვასთან რევანში გვაქვს ასაღები პირველ წრეში მარცხისთვის და თუ ასე მოხდა, გუნდისთვის, რომელმაც თავის ბოლო შესარჩევ ტურნირზე, 2010 წელს, თბილისში, სამივე მატჩი წააგო (ლატვია, ფინეთი, იტალია) 3 საშინაო მოგებაც რიგიანი შედეგი იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 4 ტური.
1 ჯგუფი. ლიტვა 5 ქულა (+9) / ფინეთი 3 (-1), თურქეთი 2 (-3), საქართველო 2 (-5)
4 იანვარი, ვილნიუსი. 19:00. ლიტვა – ფინეთი
5 იანვარი. თბილისი, სპორტის სასახლე. 18:00
საქართველო – თურქეთი
მსაჯები: რობერტ არაბაჯუ, სილვიუ სტანესკუ (რუმ) / დელეგატი: ვასილი ფეგირი (უკრ)
საქართველო: 22. შოთა თევზაძე 16. გიგა ტორონჯაძე – 5. გიორგი გვაზავა 7. უჩა გამზარდია 8. ზურაბ აბრამიშვილი 9. სერგო დათუკაშვილი 10. ვლადიმერ რუსია 14. ირაკლი ჩიქოვანი 15. ოთარ ამირანაშვილი 17. თემურ ორჯონიკიძე 18. უჩა მაისურაძე 19. ზურაბ სიმონია 20. ლექსო წითელიშვილი 23. რევაზ ჭანტურია 24. რატი მსხვილიძე 31. ილია გოგალაძე 77. აკაკი ტალახაძე – მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი (სრბ)
თურქეთი: 12. ტანერ გიუნაი 16. კოსკუნ გიოქთეფე 26. იუნუს იოზმუსული – 2. რეჯეფ კირდალი 3. ალფერენ პეტკაში 4. ატილა ზამანი 5. ონურ ერსინი 9. ემრე იოზი 15. ერჯან ასიქოღლუ 17. ნიჰათ ჩელიქი 20. თოლგა იოჰბაზარი 22. ტუგბერკ ჯატკინი 24. ემრე ქესქინი 25. მიქაილ ილდირიმი 49. ჯან ჩელები 53. რამაზან დიონე – მწვრთნელი ადნან ოზთურქი
30 ოქტომბერი. ლიტვა – საქართველო 23:17, ფინეთი – თურქეთი 26:20
3 ნოემბერი. თურქეთი – ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19
2 იანვარი. ფინეთი – ლიტვა 20:20, თურქეთი – საქართველო 29:23
8 იანვარი. საქართველო – ლიტვა, თურქეთი – ფინეთი
11 იანვარი. ფინეთი – საქართველო, 12 იანვარი. ლიტვა – თურქეთი
2 ჯგუფი: რუმინეთი 6 / სლოვაკეთი 4, იტალია 2, კვიპროსი 0
2 იანვარი. რუმინეთი – კვიპროსი 36:19, იტალია – სლოვაკეთი 26:34
4 იანვარი. სლოვაკეთი – იტალია, 5 იანვარი. კვიპროსი – რუმინეთი
3 ჯგუფი: უკრაინა 5 / სლოვენია 4, შვეიცარია 3, ლუქსემბურგი 0
2 იანვარი. უკრაინა – შვეიცარია 34:34, ლუქსემბურგი- სლოვენია 16:36
5 იანვარი. შვეიცარია – უკრაინა, სლოვენია – ლუქსემბურგი
4 ჯგუფი: ისრაელი 4 / ბელგია 4, ჰოლანდია 2, საბერძნეთი 2,
2 იანვარი. ისრაელი – საბერძნეთი 31:24, ბელგია – ჰოლანდია 28:22
5 იანვარი. საბერძნეთი – ისრაელი, ჰოლანდია – ბელგია
5 ჯგუფი: ბოსნია 6 / ლატვია 4 , პორტუგალია 2, ესტონეთი 0
2 იანვარი. ბოსნია – ლატვია 27:26, ესტონეთი – პორტუგალია 17:25
5 იანვარი. ლატვია – ბოსნია, პორტუგალია – ესპანეთი
პლეიოფში გადიან მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები
თურქეთ-საქართველოს მეტი სურათი:
https://www.facebook.com/media/set/?set=a.404090036391105.1073741918.153041141495997&type=3