ჯგუფური ეტაპი ქალებმაც დაასრულეს
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ქალთა ტურნირზეც დასრულდა ჯგუფური ეტაპი და დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები. ბოლო, მერვე საგზური მოიპოვა მიდტიულანდმა, რომელმაც ბოლო ტურში დაამარცხა დანიის მეორე კლუბი, ნიუკობინგი, 24-20.
ქალები. 10 ტური. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-12/1137444
მიდტიულანდი მეოთხედფინალში შეხვდება შარშანდელ ფინალისტსა და B ჯგუფის გამარჯვებულს, მაკედონიის ვარდარს. A ჯგუფი მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა, უნგრეთის დიორმა, რომლის მეტოქე იქნება მონტენეგროს ბუდუჩნოსტი. დანარჩენ ორ წყვილში საფრანგეთის მეცი ეთამაშება რუმინეთის CSM ბუკურეშტის, ხოლო რუსეთის როსტოვი – უნგრეთის ფერენცვაროშს.
მეოთხედფინალი ორმატჩიანია და 6-8 და 13-15 აპრილს გაიმართება. გამარჯვებულები გავლენ ფინალურ ოთხეულში, რომელიც ტრადიციულად გაიმართება ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე, 12-13 მარტს.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი
ბოლო, 10 ტური, 10-11 მარტი
1 ჯგუფი: დიორი 16, როსტოვი 15, CSM ბუკურეშტი 13, მიდტიულანდი 6 – ნიუკობინგი 5, კრიმი 5,
როსტოვ-დონი (რუს) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 25-24
დემბელე, მანაგაროვა 4 – ნიაგუ 6, მეჰმედოვიჩი 5, კურტოვიჩი 4
დიორი (უნგ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 34-25
ოფტედალი 11, ხროტი 7, ბოდი 5 – კორენი 9 სტანკო 5
მიდტიულანდი (დან) – ნიუკობინგი (დან) 24-20
ბურგორი 7, ფრიისი 6, ვ. კრისტიანსენი 5 – ი. ვესტბერგი 8
2 ჯგუფი: ვარდარი 18, მეცი 14, ფერენცვაროში 12, ბუდუჩნოსტი 8 – ტიურინგერი 4, ბიტიგჰაიმი 4
ბუდუჩნოსტი (მნტ) – ვარდარი (მკდ) 25-30
რაიჩევიჩი 10 – პენეზიჩი 10, ლაკრაბერი 7
ბიტიგჰაიმი (გერ) – ფერენცვაროში (უნგ) 27-23
ჰუნდალი, ვოლერი 5 – იოვანოვიჩი 7, სუჩანსკი 5
მეცი (საფ) – ტიურინგერი (გერ) 35-29
უეტი 8, ფლიპი, გროსი, ზაადი 6 – ლუზუმოვა 9
მეოთხედფინალი (6-8 / 13-15 აპრილი):
ბუდუჩნოსტი-დიორი, მიდტიულანდი-ვარდარი, ფერენცვაროში-როსტოვი, ბუკურეშტი-მეცი
ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი
მერვედფინალი (ვარდარი და პსჟ გავიდნენ პირდაპირ მეოთხედფინალში)
მონპელიე-ბარსელონა: 25 მარტი – 31 მარტი
სკიერნი-ვესპრემი: 25 მარტი – 31 მარტი
მეშკოვ ბრესტი-ნანტი: 24 მარტი – 1 აპრილი
კრისტიანსტადი-ფლენზბურგი: 24 მარტი – 28 მარტი
კელცე-რაინ ნეკარი: 24 მარტი – 1 აპრილი
კილი – სეგედი: 21 მარტი – 1 აპრილი