სიახლეები
ხსოვნის ტურნირი სამტრედიაში
სამტრედიაში დასრულდა ვახტანგ ხელისუფლისა და მილერ ქიშმარიას მემორიალი ხელბურთში.
სწორედ ამ ორი ღვაწლმოსილი ადამიანის, მოთამაშისა და შემდგომში მწვრთნელის, დამსახურებაა სახელბურთო კერის შექმნა სამტრედიაში.
მემორიალური ტურნირი მეთერთმეტედ გაიმართა. ამჯერად მასში 1998–99 წლებში დაბადებული ბიჭები მონაწილეობდნენ – სამტრედიის, ქუთაისის, წყალტუბოსა და გორის გუნდები. სამდღიანი ტურნირი გორელებმა მოიგეს.