ხორვატია და ესპანეთი მიზანთან ახლოს არიან
ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიამ 25-24 დაამარცხა და გერმანია და ესპანეთთან ერთად ძალიან ცოტა უკლია ნახევარფინალში გასვლამდე.
ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვს და დარჩენილ 2 მატჩში ქულაც ჰქოფნის მიზნის მისაღწევად. თეორიული შანსები დარჩათ გერმანიას, ავსტრიასა და ბელარუსს. ესპანეთმა 30-26 დაამარცხა ავსტრია, ბელარუსმა 28-25 მოუგო ჩეხეთს.
ხორვატია-გერმანია: https://www.youtube.com/watch?v=BaLXAVy_AI4
გერმანია თითქმის მთელი თამაში წინ იყო. ფლანგებიდან უშეცდომოდ ურტყამდნენ გენსჰაიმერი და კასტენინგი, რაიხმანი 100 პროცენტით ასრულებდა შვიდმეტრიანებს, ხოლო კარში იდგა ანდრეას ვოლფი, რომელმაც პირველ ტაიმში 3 პენალტი მოიგერია, სული კი – 13 დარტყმა. 28-ე წუთზე ჰეფნერმა სხვაობა ხუთამდე აიყვანა, მეორე ნახევრის დასაწყისში, 37-ე წუთზე კი ანგარიში 17-12 იყო.
ხორვატებმა – კარაჩიჩმა, შტეპანჩიჩმა და დუვნიაკმა ნელ-ნელა დაიწყეს სხვაობის შემცირება. მათზე მეკარე ვოლფის ჯადო აღარ ჭრიდა, მეტოქის 2 გოლს გერმანია ერთით პასუხობდა და 48-ე წუთზე მარცხენა გარემარბმა მანდიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 22-22.
რაიხმანმა შვიდმეტრიანით კიდევ ორჯერ დააწინაურა გერმანია (24-23, 55-ე წუთი), მაგრამ ბოლო 5 წუთში ჯერ დუვნიაკმა გაათანაბრა, ბოლო შეტევაში კი კარაჩიჩმა ხორვატია გაიყვანა წინ 25-24.
გერმანია დიდხანს ამზადებდა ბოლო იერიშს, დასრულებამდე 7 წამით ადრე ბურთი იანიკ კოლბახერმა მიიღო და 6 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ მეკარე მარინ შეგომ მოიგერია. ხორვატებს ხვალ, ბოლო ადგილზე მყოფ ჩეხებთან ფრეც ჰყოფნით ნახევარფინალში გასასვლელად, გერმანიას კი მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა.
ყველა ვიდეო: https://www.youtube.com/user/ehfeuro/videos
დღეს მეორე ჯგუფის მესამე ტურის მატჩებია მალმიოში: 17:00 პორტუგალია-ისლანდია, 19:15 სლოვენია-უნგრეთი, 23:30 ნორვეგია-შვედეთი. აქ ჯერ არაფერია გარკვეული და შანსი ექვსივე გუნდს აქვს.
ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი
მთავარი რაუნდი. 1 ჯგუფი. ვენა, ავსტრია, 18 იანვარი
ბელარუსი – ჩეხეთი 28-25
ვაილუპაუ 6 – ზდრაჰალა 7
ესპანეთი – ავსტრია 30-26
მაკედა 6 – ბოზოვიჩი 5
ხორვატია – გერმანია 25-24
კარაჩიჩი 7, დუვნიაკი 5 – კასტენინგი 4, გენსჰაიმერი 4, ვებერი 4, ვოლფი 13/38
——————–თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ
ესპანეთი——-3—3—0—0—-94-77—6
ხორვატია——3—3—0—0—-83-70—6
გერმანია——-3—1—0—2—-81-81—2
ავსტრია——–3—1—0—2—-81-86—2
ბელარუსი—–3—1—0—2—-74-87—2
ჩეხეთი———3—0—0—3—-79-91—0
20 იანვარი. 19:00 ხორვატია – ჩეხეთი, 21:15 ბელარუსი – ესპანეთი, 23:30 ავსტრია – გერმანია
22 იანვარი. 19:00 ხორვატია – ესპანეთი, 21:15 ბელარუსი – ავსტრია, 23:30 ჩეხეთი – გერმანია
1 ეტაპიდან. ხორვატია – ბელარუსი 31-23, ჩეხეთი – ავსტრია 29-32, ესპანეთი – გერმანია 33-26
16 იანვარი. ესპანეთი – ჩეხეთი 31-25, ხორვატია – ავსტრია 27-23, ბელარუსი – გერმანია 23-31
2 ჯგუფი. მალმიო, შვედეთი, 19 იანვარი.
17:00 პორტუგალია-ისლანდია (სილკ უნივერსალი)
19:15 სლოვენია-უნგრეთი (სილკ სპორტი)
21:30 ნორვეგია-შვედეთი (სილკ სპორტი)
——————–თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ
ნორვეგია——-2—2—0—0—-70-57—4
სლოვენია——2—2—0—0—-51-46—4
პორტუგალია–2—1—0—1—-63-59—2
უნგრეთი——-2—1—0—1—-53-54—2
ისლანდია——2—0—0—2—-45-54—0
შვედეთი——-2—0—0—2—-44-56—0
21 იანვარი. 19:00 პორტუგალია-სლოვენია, 21:15 ნორვეგია-ისლანდია, 23:30 უნგრეთი-შვედეთი
22 იანვარი. 19:00 პორტუგალია-უნგრეთი, 21:15 ნორვეგია-სლოვენია, 23:30 ისლანდია-შვედეთი
1 ეტაპიდან: სლოვენია-შვედეთი 21-19, ნორვეგია-პორტუგალია 34-28, უნგრეთი-ისლანდია 24-18
17 იანვარი. სლოვენია-ისლანდია 30-27. ნორვეგია-უნგრეთი 36-29 პორტუგალია-შვედეთი 35-25
ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი
24 იანვარი. ნახევარფინალი
25 იანვარი. მატჩები მე-3 და მე-5 ადგილისთვის
26 იანვარი, ფინალი