ხვალ ჯგუფური ეტაპი სრულდება
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გეტებორგში (შვედეთი), ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე დამარცხდა ნორვეგიასთან, 13-26. ხვალ ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩი გვაქვს ფარერის კუნძულებთან და ესტონეთთან.
ჩვენს ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს ფარერის კუნძულები, რომელმაც მესამე მატჩი დღეს ესტონეთს მოუგო, 22-11. ესპანეთმა დაამარცხა ისრაელი 32-13. ხვალ, 12:45 ვეთამაშებით ფარერის კუნძულებს, საღამოს 7 საათზე კი ესტონეთს. ამის შემდეგ გადაწყდება, რომელი ადგილისთვის გავაგრძელებთ ბრძოლას.
მონაწილე 24 ნაკრებიდან ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის, მომდევნო ორი – 9-16 ადგილებისთვის, მე-5 და მე-6 ადგილებზე გასულები, შესაბამისად, 17-20 და 21-24 ადგილებისთვის.
ევროპის 17 წ. ჩემპიონატი. ჭაბუკები. 1-5 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი
C ჯგუფი. ფარერები 6, ესპანეთი 4 – ნორვეგია 4, ისრაელი 4 – საქართველო 0 – ესტონეთი 0
2 ივლისი. საქართველო – ნორვეგია 13-26
საქ: გორგოძიანი, ალიევი – კალანდაძე 5, ხომერიკი 4, თურმანიძე 2, ადამია 1, მუკბანიანი 1, აფრიდონიძე, კოხრეიძე, ჟვანია, ნაწილაშვილი, შუბითიძე, გაბაიძე, პატაშური, ბჟალავა, ფანცულაია
ნორ: ჰაკონსენი, რობსონი – ლანგელანდი 6, კნუტსენი 5, სტანკევიჩი 4, გურიჩი 2, ჰალდი 2, ევნაკერი 2, იონსონი 2, რიფსეიმი 2, ბერგი 1, გუბერგი, კორსვიკი, რისტი, სუვერსენი
მსაჯები: მაისტრიკი, მანეკი (სლკ), დელეგატი: მეიმარიდისი (საბ)
3 ივლისი. 12:45 საქართველო – ფარერები, 19:00 საქართველო – ესტონეთი
A ჯგუფი. ჩეხეთი 6, შვედეთი 6 – შვეიცარია 2, ლუქსემბურგი 2 – რუსეთი 2 – ბრიტანეთი 0
B ჯგუფი. იტალია 6, ისლანდია 4 – რუმინეთი 4, მონტენეგრო 2 – ჰოლანდია 2 – ავსტრია 0
D ჯგუფი: უნგრეთი 6, ბელარუსი 4 – სლოვაკეთი 4, პოლონეთი 2 – ფინეთი 2 – ბელგია 0
მეორე ეტაპი, 4-5 ივლისი. 1-8, 9-16, 17-20, 21-24 ადგილები