ხელბურთი სკოლაში –  მომავლის ჩემპიონები დღეს იზრდებიან!

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია, პროექტის „სასკოლო ხელბურთი“ (Handball at School) ფარგლებში, 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სემინარებს საქართველოს სკოლების სპორტის პედაგოგებისთვის, განათლებისა და სპორტის სამინისტროების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციის (IHF) მხარდაჭერით.

სკოლის პედაგოგებისთვის ჩატარდა 2025-22 წლებში 13 წარმატებული სემინარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გერმანელი ექსპერტი ჰელმუტ მარტინი. წარმატებული პედაგოგები საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებული სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

2022 – 2025 წლებში სემინარები გაიმართა 12-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის: თბილისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში, თელავში, გორში, ახალციხში და სხვა.

იგეგმება სემინარების ჩატარება სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

2025 წლის აპრილში კი ჩატარდა D+ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი.

ამ დროისთვის 350-მდე სპორტის პედაგოგმა მიიღო სერთიფიკატი, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცა სასწავლო ბურთები, მაისურები და სახელმძღვანელოები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 40-მდე ფესტივალი და პირველობა, რომელშიც ჩართული იყო 300-მდე სკოლა, როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდებით.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 7000-მდე მოსწავლემ.

2023-2024 წლებში უკვე გაიმართა არაერთი კემპი 2010-2013 წლებში დაბადებული გოგონებისა და ვაჟებისთვის 10-ზე მეტ მუნიციპალიტეტში. გრძელდება კომპლექსური დავალებების დანერგვა, ფორმალური მეცადინეობების ფორმატში და აქტიურად იმართება შიდა და მუნიციპალიტეტების ფესტივალები.

Leave a Reply