ხელბურთის ფედერაციის პროექტი „მომავლის გუნდი“ | ახალგაზრდული ნაკრების შეკრება თბილისში – ქართველმა ხელბურთელებმა თურქეთი დაამარცხეს

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის თაოსნობითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭრით, თბილისში ხელბურთის განვითარების პროგრამის „მომავლის გუნდის“ ეგიდით ახალგაზრდული ნაკრებების შეკრება მიმდინარეობს.

ჩვენს დედაქალაქში იმყოფებიან ესპანელი სპეციალისტები, პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი, რომლებიც ახალგაზრდა ხელბურთელებისთვის პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს ატარებენ.

პაბლო კამპოსი: „საქართველოში საკმაოდ პერსპექტიულა თაობა მოდის, როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის. ესპანელებისგან განსხვავებით, საქართველოში უფრო ტანმაღალი ხელბურთელები არიან.

ისევე როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს ბიჭები და გოგნებიც დიდ საერთაშორისო ტურნირებში ითამაშებენ“.

ამჯერად ესპანელი სპეციალისტები 16-წლამდელ გოგონებსა და    ვაჟებს 10 დღის განმავლობაში ორჯერად ვარჯიშებს უტარებენ. ასევე დაგეგმილია შეკრებები და საერთაშორისო ტურნირები საქართველოსა და ესპანეთში. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა ასაკობრივი ნაკრებები და ისინი სრულფასოვნად მოემზადებიან ევროპის ჩემპიონატებისათვის.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ საქართველოში თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრები მოიწვია, რომელთანაც ჩვენი 16-წლამდელები (2010 წელს დაბადებულები) სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა თბილისის ოლიმპიურ სასხლეში და ქართველმა ჭაბუკბმა თურეთის ნაკრები 28:24 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები: ლევან ტვილდიანი, ერეკლე იაშვილი (7 გოლი), ანდრია ბურჯალიანი (6) ცოტნე ჟვანია (5), ნიკა კერესელიძე (4), ვლადიმერ სალუქვაძე (3), დავით ყურელი (1), ლუკა აბშილავა (1), აკაკი ჯომიდავა (1), დავით ქევხიშვილი, ზურაბ კუპრეიშვილი, ლუკა ქალიაშვილი, მათე ერკილიჩი, ლუკა სინაურაძე, საბა სოფრომაძე, ზურაბ ციხისელი, არჩილ რავლიკაძე, ნიკა ბიბლაია, გიორგი ქევხიშვილი, ილია ებრალძე, სანდრო ზაქარიაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთთან კიდევ 2 მატჩს გამართავს – 27 და 28 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შეხვედრები 17:30 საათზე დაიწყება.

Leave a Reply