ხელბურთელები სპორტული წლის ლაურეატთა შორის
აჭარაში დაასახელეს სპორტული წლის ლაურეატები, რომელთა შორის არიან ხელბურთელებიც – მერაბ ჭანტურია; აჭარის გოგონათა გუნდი, მათი მწვრთნელი მაია შალამბერიძე და მოთამაშე მარიამ დვალიშვილი, ასევე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, შოთა წიტაიშვილი.
ბათუმის მერიის სპორტკლუბებს შორის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა სახელბურთო კლუბ ბათუმის „შავი ზღვის ბიჭების“ მთავარი მწვრთნელი მერაბ ჭანტურია, რომლის კლუბიც 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.
დაჯილდოება მოაწყო ბათუმის სპორტსკოლამაც. საუკეთესო გუნდად დასახელდა აჭარის ხელბურთელ გოგონათა გუნდი, რომელმაც 17-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის დასახელდა ამ გუნდის დამრიგებელი, მაია შალამბერიძე, ხოლო წარმატებულ სპორტსმენებს შორის მოხვდა მარიამ დვალიშვილი – საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების წევრი, რომელმაც იასპარეზა გეტებორგში, ევროპის ჩემპიონატზე.
დაბადების 75-წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური ჯილდო გადაეცა სპორტკოლის ვეტერან მწვრთნელს, შოთა წიტაიშვილს.