ხატია ჯიქურაშვილი და გვანცა რურუა კარიერას ისრაელში განაგრძობენ

ქართველი ხელბურთელი გოგონები, ხატია ჯიქურაშვილი და გვანცა რურუა კარიერას ისრაელის ჩემპიონატის გუნდ რიშონის „მაკაბიში“ განაგრძობენ – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

23 წლის მეკარე, ხატია ჯიქურაშვილი ისრაელში გადასვლამდე ლიეტუვაში, „ჟალგირისის“ ღირსებას იცავდა, 18 წლის გვანცა რურუა კი „ოქროს ვერძში“ თამაშობდა.

გვანცა რურუამ ცოტა ხნის წინ თელავში დასრულებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და ტურნირზე 7 გოლის გატანა შეძლო.

ქართველმა ხელბურთელებმა ახალ გუნდში გადასვლასთან დაკვშირებით მოკლე კომენტარები გააკეთეს:

ხატია ჯიქურაშვილი: „მოხარული ვარ, რომ რიშონის „მაკაბიში“ ჩავირიცხე. მოუთმენლად ველი ახალ გუნდში თამაშის დაწყებას და ვეცდბი, ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში.

გვანცა რურუა: „გასულ სეზონში „ოქროს ვერძში“ ვთამაშობდი და მიხარია, რომ ახალი სეზონიდან თვის გამოჩენას ახალ გუნდში შევძლებ“.

Leave a Reply