ჭაბუკთა ჩემპიონატზე ფინალური ტურნირი დაიწყო
სპორტკომპლექს არენაში დაიწყო საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალური ტურნირი ხელბურთში. მონაწილეობს აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოდან შერჩეული 4-4 უძლიერესი გუნდი. პირველ დღეს ორივე რეგიონული ლიგის ჩემპიონმა მოიგო – სამტრედიამ დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი, 32-19, ხოლო პეგასმა – თელავი, 31-20.
შეჯიბრება გახსნა B ჯგუფის უხვგოლიანმა და და დაძაბულმა მატჩმა, სადაც დასავლეთის ბრინჯაოს პრიზიორმა, აჭარის გუნდმა ბოლოში აჯობა ვერცხლის პრიზიორს, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს, 33-30. ამავე ჯგუფშია ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონი და დაუმარცხებლად მოასპარეზე პეგასი, რომელსაც ფინალურ ტურნირზე რამდენიმე მოთამაშე აკლია – მათ შორის, გამთამაშებელი და ლიდერი, ნიკოლოზ კალანდაძე, ვინც ტრავმას იშუშებს. თელავმა პეგასს თავიდან დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მეორე ტაიმის შუაში ანგარიშიც გაათანაბრა – 19-19, მაგრამ შემდეგ პეგასმა იძალა, თელაველთა ლიდერი გოდელაშვილი (11 გოლი) კი დაშავდა და თბილისელებმა აშკარა უპირატესობით მოიგეს დაბოლოება: 31-20. ხვალ ჯგუფის ლიდერები, პეგასი და აჭარა ერთმანეთში თამაშობენ.
A ჯგუფში ფოთი მატჩის დასაწყისში გაუძალიანდა სამტრედიას, რომელმაც ტაიმის ბოლომდე მაინც შეიქმნა სოლიდური უპირატესობა (17-10), საბოლოდ კი 32-19 გაიმარჯვა. აღმოსავლეთის მეორე-მესამე პრიზიორების მატჩში ყვარელმა ბოლო წუთზე ორბურთიანი ჩამორჩენა გაუბათილა ქარიშხალას და ფრეს მიაღწია, 21-21. ხვალ სამტრედია ყვარელს შეხვდება, ქარიშხალა – ფოთს. ჯგუფებიდან ნახევარფინალში 2-2 გუნდი გადის.
ხელბურთი. საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი 2017-18
ფინალური ტურნირი. არენა 2. ჯგუფური ეტაპი 1 ტური, 23 მაისი.
A ჯგუფი. ფოთი – სამტრედია 19-32
ფოთ: კეკუა, გოგოხია – დიდია 5, ფანცულაია 5, თ ბჟალავა 3,გ. ბჟალავა 2, პაჭკორია 2, მელიავა 1, ცირდავა 1, ხურცილავა, მიმინოშვილი, სიორდია, გოგია, თუნთია – მწვ. ჭანტურია, ჟვანია
სამ: შველიძე – ძნელაძე 9, თევზაძე 6, ხომერიკი 5, ადამია 4, ნადირაძე 4, ხელისუფალი 2, დუნდუა 2, მანაგაძე, ქავზინაძე, აფრიდონიძე – მწვ. ხელისუფალი, ქავზინაძე
მსაჯები: ზ. აბრამიშვილი – გ. გველესიანი
ყვარელი – ქარიშხალა 21-21
ყვ: გარსევანიშვილი, დათუაშვილი – ბაქრაძე 5, ნაწილაშვილი 4, მამისაშვილი 4, ღონიაშვილი 3, ბეუქლიშვილი 3, ჭიღლაშვილი 2, ოსიაშვილი, ბეგაშვილი, ყანჩელიშვილი – მწვ. ხარებაშვილი, რონიაშვილი
ქარ: ალიევი (ძაბახიძე) – გურასპაული 9, ხაჟომია 6, ბეინაშვილი 2, ვარადაშვილი 2, ჩაფიძე 1, ცანავა 1, მჭედლური, ბუთხუზი, თხილავა, კურტანიძე, მუკბანიანი, კოკოლია – მწვ. ქობელაშვილი, სამადაშვილი
მსაჯები: ზ. აბრამიშვილი – გ. გველესიანი
B ჯგუფი. BSB ბათუმი – აჭარა 30-33
ბათ: ვარშალომიძე (გოგიტიძე, კაჭარავა) – კახიძე 9, კაკულია 6, მახაჭაძე 5, თურმანიძე 4, ცხადაია 3, გორდელავა 3, სტოლბოვი, ანთიძე, ჭურკვეიძე – მწვ. კაკულია, ბზეკალავა
აჭ: ცინცაძე, ქამადაძე – ზაქარაძე 12. შაინიძე 9, დუმბაძე 5, გაბაიძე 3, მარკოიძე 2, გეიერი 1, ქამადაძე 1 – მწვ. სიხარულიძე, ურუშაძე
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი
თელავი – პეგასი 20-31
თელ: ილაშვილი, მანაგაძე – გოდელაშვილი 11, მაისურაძე 3, მირიანაშვილი 3, ერგემლიძე 2, დავითნიძე 1, კოკოზაშვილი, ქევხიშვილი, ტეფანიშვილი, გიგიტელაშვილი, იოსებაშვილი – მწვ. მამალაშვილი
პეგ: გორგოძიანი 1 – ჭანტურია 7, პატაშური 6, შუბიძიძე 6, კოხრეიძე 5, დგებუაძე 3, კობახიძე 1,ჯერანაშვილი 1, დ. ჟვანია 1- მწვ. კალანდაძე, სახვაძე
მსაჯები: ი. გოგოლაძე – თ. კევლიშვილი
24 მაისი
12:00 სამტრედია – ქარიშხალა
13:20 BSB ბათუმი – თელავი
14:40 ყვარელი – ფოთი
16:00 პეგასი – აჭარა
25 მაისი
12:00 აჭარა – თელავი
13:20 ქარიშხალა – ფოთი
14:40 პეგასი – BSB ბათუმი
16:00 სამტრედია – ყვარელი
26 მაისი, ნახევარფინალი
12:00 A3 – B4
13:20 B3 – A4
14:40 A1 – B2
16:00 B1 – A2
27 მაისი, ფინალი
12:00 7-8 ადგილები
13:20 5-6 ადგილები
14:40 3-4 ადგილები
16:00 1-2 ადგილები