ჭაბუკთა ჩემპიონატზე მესამე წრე დაიწყო

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში დაიწყო პირველი ეტაპის მესამე წრე. აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდები ჯერ რეგიონული ჩემპიონობისთვის იბრძვიან, მაისში კი 4-4 საუკეთესო გუნდი ფინალურ ტურნირში გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს. 

3 მარტს აღმოსავლეთის თამაშებს სპორტკომპლექსმა არენამ უმასპინძლა. აქ ჩემპიონმა, პეგასმა მორიგი 2 მატჩი მოუგო და უდანაკარგოდ, 28 ქულით ლიდერობს. ქარიშხალა და ყვარელი დარჩენილ მატჩებში მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო ფინალის მეოთხე საგზურზე დანარჩენი 4 გუნდს აქვს კონკურენცია – თელავს, რუსთავს, გორსა და ქარელს. მორიგი მატჩები აქ 17 მარტს გაიმართება.

ზეტაფონში, დასავლეთის ტურზეც, ორი მატჩი მოიგო ლიდერმა, სამტრედიამ და 22 ქულით ლიდერობს. პრინციპულ მატჩში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 21-19 დაამარცხეს აჭარის გუნდი და მეორე ადგილზე დამკვიდრდნენ. ფინალური ეტაპის მეოთხე საგზურის მაძიებლების, ფოთისა და ქუთაისის მატჩი ფრედ, 26-26 დასრულდა.  18 მარტს დასავლეთის ექვსეული ტურნირს ხელვაჩაურის დარბაზში გააგრძელებს.

რეგიონული ეტაპები დასავლეთში 15, ხოლო აღმოსავლეთში 28 აპრილს დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03

მესამე წრე. აღმოსავლეთი. 13-14 მატჩები. 3 მარტი, არენა 2: რუსთავი –  გორი 9-14, პეგასი -ყვარელი 24-7, ქარიშხალა – თელავი 27-21, გორი – პეგასი 15-33, ყვარელი – ქარელი 25-13

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი, გ. სურმავა – ი. გოგოლაძე

პეგასი——–14–14—0—0—421-167—28

ქარიშხალა—13–10—0—3—304-272—20

ყვარელი—–14—9—1—4—283-251—19

თელავი——13—4—1—8—264-304—-9

რუსთავი—–13—4—0—9—240-323—-8

გორი———14—3—0–11—210-318—-6

ქარელი——13—2—0–11—260-347—-4

დასავლეთი. 11-12 მატჩები.  4 მარტი, ზესტაფონი: სამტრედია – ფოთი 17-13, ბსბ ბათუმი – აჭარა 21-19, სამტრედია – ხელვაჩაური 31-19, ფოთი – ქუთაისი 26-26

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი – შ. სტურუა, ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

სამტრედია–12–10—2—0—286-193—22

BSB ბათუმი-11—8—2—1—271-204—18

აჭარა———11—7—0—4—286-238—14

ფოთი———12–3—1—8—250-273—-6

ქუთაისი—–11—3—1—7—219-326—-6

ხელვაჩაური-11—0—0–11–244-322—-0

Leave a Reply