ჭაბუკთა ნაკრები შვედეთში მიემგზავრება
დღეს ღამით შვედეთში, ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება 17-წლამდელ ხელბურთელთა ნაკრები, რომელსაც პირველი მატჩი გეტებორგში, 1 ივლისს აქვს ესპანეთის წინააღმდეგ.
გუნდის მწვრთნელებმა გიორგი გვაზავამ, გიორგი სახვაძემ და გიორგი ხელისუფალმა დაასახელეს 16-კაციანი შემადგენლობა. ნაკრებში 6 მოთამაშეა თბილისის პეგასიდან, 3 – სამტრედიიდან, 2-2 თბილისის ქარიშხალასა და ფოთის ოქროს ვერძიდან, ხოლო თითო ხელბურთელი ჰყავთ აჭარას, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებსა და ყვარელს.
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იმართება უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თსის ფარგლებში. ტურნირის ხანგრძლივობა სულ 5 დღეა, შესაბამისად გუნდებს ზოგიერთ დღეს 2-2 მატჩის ჩატარება უწევთ. 1 ივლისს მეორე მატჩიც გვაქვს ისრაელთან, 2 ივლისს ვეთამაშებით ნორვეგიას, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს – ფარერის კუნძულებსა და ისრაელს.
4 და 5 ივნისს ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური სტადიის მატჩები და ფინალებია. მონაწილე 24 ნაკრებიდან ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის, 3-4 ადგილები – 9-16 ადგილებისთვის, მე-5 და მე-6 ადგილებზე გასული გუნდები, შესაბამისდ, 17-20 და 21-24 ადგილებისთვის.
ევროპის 17 წ. ჩემპიონატი. ჭაბუკები. 1-5 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი
A ჯგუფი. შვედეთი, ჩეხეთი, რუსეთი, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბრიტანეთი
B ჯგუფი. ისლანდია, ავსტრია, ჰოლანდია, მონტენეგრო, რუმინეთი, იტალია
C ჯგუფი: ესპანეთი, ნორვეგია, საქართველო, ფარერები, ისრაელი, ესტონეთი
1 ივლისი. 14:30 საქართველო – ესპანეთი, 20:00 საქართველო – ისრაელი
2 ივლისი. 13:30 საქართველო – ნორვეგია
3 ივლისი. 12:45 საქართველო – ფარერები, 19:00 საქართველო – ესტონეთი
D ჯგუფი: უნგრეთი, ბელარუსი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ბელგია
მეორე ეტაპი, 4-5 ივლისი. 1-8, 9-16, 17-20, 21-24 ადგილები
17წ ნაკრები გეტებორგში
მეკარეები: 1. ლუკა გორგოძიანი (პეგასი 2002, 182), 12. ნაზიმ ალიევი (ქარიშხალა, 2003, 187)
მარცხენა გარემარბები: 2. გიორგი შუბითიძე (პეგასი, 2002, 183), 3. დავით გაბაიძე (აჭარა, 2002, 175 ),
მარჯვენა გარემარბები: 4. ნოდარ კოხრეიძე (პეგასი, 2002, 182), 5. მალხაზ ადამია (სამტრედია, 2003, 180)
უკანა ხაზი: 6. გიორგი ხომერიკი (სამტრედია, 2002, 175), 7. აკაკი პატაშური (პეგასი, 2002, 186), 8. გოჩა თურმანიძე (BSB ბათუმი, 2004, 182), 9. გიორგი ბჟალავა (ფოთი, 2002, 187), 10. ნიკოლოზ კალანდაძე (პეგასი, 2002, 197), 11. გიორგი აფრიდონიძე (სამტრედია, 2002, 184), 15. დავით ფანცულაია (ფოთი, 2002, 171), 18. თორნიკე ნაწილაშვილი (ყვარელი, 2002, 182)
ხაზის მოთამაშეები: 13. დავით ჟვანია (პეგასი, 2002, 190), 14. გიორგი მუკბანიანი (ქარიშხალა, 2002, 187)
მწვრთნელები: გიორგი გვაზავა, გიორგი ხელისუფალი, გიორგი სახვაძე ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი