ჭაბუკთა ნაკრები შეკრებაზე მიდის
ურეკში, საწვრთნელ შეკრებაზე მიემგზავრება საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ხელბურთში. გუნდს 2021 წლის იანვარში ევროპის ჩემპიონატი აქვს მაკედონიაში.
ეს შეჯიბრება, ისევე როგორც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო იანვრისთვის გადაიდო. ტურნირის გამარჯვებული 2021 წლის მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. ასკობრივი კატეგორიაა 18-წლამდელები, ნუ 2002-03 წლებში დაბადებულები.
ჩვენი გუნდის მეტოქეები ჯგუფში იქნებიან შვეიცარია, უკრაინა და ბოსნია. მეორე ჯგუფში არიან პოლონეთი, მაკედონია, საბერძნეთი. კიდევ ერთმა მონაწილემ, ესტონეთმა, პანდემიის შემდეგ ხელახალი რეგისტრაცია არ გაიარა. 2-2 საუკეთესო ბრძოლას პირველობისთვის გააგრძელებს.
ურეკის ორკვირიან შეკრებაზე, რომელიც ძირითადად ფიზიკურ კონდიციების მოწესრიგებას დაეთმობა, საქართველოს 9 კლუბის 23 ხელბურთელი იქნება. ყველაზე მეტი, 10 წარმომადგენელი ჰყავს თბილისის პეგასს, ამ კლუბის კიდევ ერთი აღზრდილი, ნიკოლოზ კალანდაძე კი საფრანგეთის შამბერის წევრია და ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება. მაკედონიაში წასვლის 24 კანდიდატიდან 14 ხელბურთელს უკვე აქვს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება – 2019 წლს, გეტებორგში, შვედეთი, 17-წლამდელთა ტურნირზე.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი უცვლელია – გიორგი გვაზავა. მისი ასისტენტია გიორგი ხელისუფალი, ფიზმომზადების მწვრთნელი – მერაბ მაისურაძე. ახალ ამპლუში დებიუტი ექნება შოთა თევზაძეს – ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მოთამაშის კარიერა დაასრულა, სამშობლოში დაბრუნდა და მწვრთნელად იმუშავებს.
მაკედონიაში ტურნირი 25-31 იანვარსაა დანიშნული. იქამდე, 8-16 იანვარს, ლატვიაში, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვს უფროსი თაობის, ახალგაზრდულ ნაკრებს.
ხელბურთი. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი, 2020
კაცები, 18 წ. 25–31 იანვარი 2021, მაკედონიაში
A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, საბერძნეთი
B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია
გამარჯვებული იღებს 2021 წლის 19 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს
საქართველოს U18 ნაკრები. საწვრთნელი შეკრება. ურეკი, 29 აგვისტო – 12 სექტემბერი
მეკარეები: ელიზბარ ჩხიკვაძე (ხელვაჩაური), ნაზიმ ალიევი (ქარიშხალა), ლუკა გორგოძიანი (პეგასი)
მოთამაშეები: გიორგი შუბითიძე, ნოდარ კოხრეიძე, მიხეილ კაკაბაძე, თორნიკე მდივანი, გიორგი კობახიძე, გუგა უთმელიძე, აკაკი პატაშური, დავით ჟვანია, თემურ ჩეჩელაშვილი (პეგასი), დავით გაბაიძე (აჭარა), დავით კაკულია, გოჩა თურმანიძე, ალექსანდრე ცხადაია (ბსბ ბათუმი), მალხაზ ადამია, გიორგი აფრიდონიძე, გიორგი ხომერიკი (სამტრედია), მიხეილ ბერუაშვილი (გორი), თორნიკე ნაწილაშვილი (ყვარელი), ანრი აბულაძე (ქუთაისი), გიორგი მუკბანიანი (ქარიშხალა)
იანვარში დაემატება: ნიკოლოზ კალანდაძე (შამბერი, საფრანგეთი)
გიორგი გვაზავა (მთავარი მწვრთნელი), გიორგი ხელისუფალი, შოთა თევზაძე (მწვრთნელები), მერაბ მაისურაძე (ფიზმომზადება), ჯუმბერ ყარყარაშვილი (ექიმი)