ჭაბუკებმა მეორე წრე დაასრულეს
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში გუნდებმა მეორე წრე დაასრულეს. აღმოსავლეთის პირველობას უდანაკარგოდ ლიდერობს პეგასი, ხოლო დასავლეთში პირველ ადგილზე სამტრედიის გუნდია.
დასავლეთის ბოლო ტურს ზესტაფონის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდებმა, სამტრედიამ და ბათუმმა ფრედ, 17-17 ითამაშეს. პირველ წრეში მათი თამაში ასევე ყაიმით, 16-16 დასრულდა, შესაბამისად, სამტრედიამ ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. მესამე ადგილზეა აჭარის გუნდი, რომელთანაც ერთდერთი დამარცხება აქვთ ბათუმელებს.
აღმოსავლეთში პეგასს 12 მოგება აქვს. აქ შეიცვალა მეორე ადგილზე მყოფი გუნდი მას შემდეგ, რაც ქარიშხალამ დაამარცხა ყვარელი, 26-22 და გადაასწრო. მესამეა ყვარლის გუნდი. მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა თელავის, ხოლო მეშვიდეზე – ქარელის გუნდმა.
ახალმა ფორმატმა, რომლის მიხედვითც გუნდები რეგულარულად, ყოველკვირეულად ითამაშებენ, გაამართლა. გადაწყდა, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდები კიდევ ერთ წრეს ითმაშებენ ანალოგიური ფორმატით, გაზაფხულზე კი ორი ლიგის 4-4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძლებს. ეს ტურნირი ერთ ქალაქში გაიმართება, შეიქმნება ორი 4-4 გუნდიანი ჯფუფი, საიდანაც 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა.
საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ჭაბუკები, 2002-03
აღმოსავლეთი. 23 დეკემბერი, არენა 2. გორი – ქარელი 16-31, ქარიშხალა – თელავი 30-20, პეგასი – ყვარელი 27-17, თელავი – გორი 34-36, ყვარელი – ქარიშხალა 22-26
პეგასი——–12–12—0—0—364-145—24
ქარიშხალა—12—9—0—3—277-251—18
ყვარელი—–12—8—1—3—251-214—17
თელავი——12—4—1—7—243-277—-9
რუსთავი—–12—4—0—8—231-309—-8
ქარელი——12—2—0–10—247-322—-4
გორი———12—2—0–10—181-276—-4
—
დასავლეთი . 24 დეკემბერი, ზესტაფონი.
სამტრედია – ბსბ ბათუმი 17-17, აჭარა – ქუთაისი 29-24
სამტრედია–10—8—2—0—238-161—18
BSB ბათუმი-10—7—2—1—250-185—16
აჭარა———10—7—0—3—267-217—14
ფოთი———10–3—0—7—211-230—-6
ქუთაისი—–10—3—0—7—193-300—-6
ხელვაჩაური-10—0—0–10–225-291—-0