წყვილები შედგა, მორკი ბუქარესტში გადადის

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ქალებმაც დაასრულეს ჯგუფური ეტაპი. დადგინდა მეოთხედფინალური წყვილები, კვირის მთავარი სიახლე კი იყო სატრანსფრო სიახლეები, რომელიც მომავალი სეზონისთვის დაგეგმა ლიგის 2016 წლის ჩემპიონმა, CSM ბუქარესტმა. 

ბუქარესტის გუნდმა სეზონის წინ რუმინული ხელბურთის მთავარი ვარსკვლავი, ქრისტინა ნიაგუ დაიმატა და ლიგის მოგების ერთერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა, მაგრამ ნიაგუ ევროპის ჩემპიონატზე დაშავდა, გუნდმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, მეოთხედფინალში საფრანგეთის მეცს ხვდება და ფავორიტად არ ითვლება.

მომავალი სეზონიდან ბუქარესტში გადადის ნორვეგიის ნაკრების მარჯვენა ინსაიდი ნორა მორკი, რომელისაც უნგრეთის დიორში 2018 წლის გაზაფხულის შემდეგ არ უთამაშია, რადგანაც მუხლის ორი ოპერაცია გადაიტანა. ბუკურეშტი და დიორი შეთანხმდნენ, რომ მორკს გაცვლიან მეორე ნორვეგიელ ვარსკვლავში, ამანდა კურტოვიჩში, რომელიც ასევე ტრავმირებულია და დეკემბრის შემდეგ უქმობს. გარდა მორკისა, ბუქარესტში მომდევნო სეზონიდან ითამაშებენ ესპანელი კარმენ მარტინი, შვედი ლინეა ტორსტენსენი, სერბი ანდრეა კლიკოვაცი და რუმინეთის ნაკრების წევრები – კრინა პინტეა, ლაურა კიპერი და მეკარ დენისა დედუ.

მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: CSM  ბუკურეშტი – მეცი, ოდენსე – დიორი, ფერენცვაროში – როსტოვი, ბუდუჩნოსტი – კრისტიანსანდი. ტურნირი 5 აპრილიდან გაგრძელდება.

მიმოხილვა, ქალები, მე-10 ტური: https://www.ehftv.com/int/video/magazine-women-episode-12/1475685

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, ქალები

მეორე ჯგუფური ეტაპი. მე-10 ტური, 9-10 მარტი

A ჯგუფიმეცი 15, როსტოვი 15, ბუდუჩნოსტი 11, ოდენსე 8 – კობენჰავნი 8, ბრესტ-ბრეტონი 3

როსტოვი (რუს) – ოდენსე (დან) 25-10

კობენჰავნი (დან) – მეცი (საფ) 36-33

ბრესტ-ბრეტონი (საფ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 22-22

B ჯგუფი: დიორი 18, კრისტიანსანდი 12, ფერენცვაროში 12,  ბუკურეშტი 11 – კრიმი 5, ტიურინგერი 2

CSM ბუკურეშტი (რუმ) – ტიურინგერი (გერ) 23-23

კრისტიანსანდი (ნორ) – დიორი (უნგ) 26-33

ფერენცვაროში (უნგ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 31-27

მეოთხედფინალი: 5-7, 12-14 აპრილი

CSM  ბუკურეშტი – მეცი, ოდენსე – დიორი

ფერენცვაროში – როსტოვი, ბუდუჩნოსტი – კრისტიანსანდი

ფინალური ოთხეული:  11-12 მაისი, ბუდაპეშტი

Leave a Reply