
წყალტუბოს “პრომეთე” ვაჟთა ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
10-11 მაისს დასრულდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2010-11 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის. ნახევარფინალებში ქარიშხალამ დაამარცხა ბსბ (20-18), ხოლო პრომეთემ მოუგო შევარდენი-პეგასს (21-15).
მესამე ადგილის მატჩში ერთმანეთს ბსბ და შევარდენი-პეგასი დაუპირისპირდნენ, სადაც ბათუმელებმა მარტივი გამარჯვება მოიპოვეს (22-13). ფინალში კი ერთმანეთს პრომეთე და ქარიშხალა ხვდებოდნენ, რომლის ორივე ნახევარი დაძაბული გამოდგა, თუმცა საბოლოოდ წყალტუბოელებმა მეტოქე ოთხბურთიანი სხვაობით დაამარცხეს (25-21) და წელსაც ჩემპიონები გახდნენ.
საბოლოო მდგომარეობა:
პრომეთე (წყალტუბო)
ქარიშხალა (თბილისი)
ბსბ (ბათუმი)
შაბათ-კვირას გაიმართება ამავე წლოვანების საჩემპიონო ჯგუფის მატჩები გოგონებს შორის, სადაც გაირკვევა ჩემპიონატის პრიზიორები.
#იცხოვრეხელბურთით#იყავიმონდომებული#georgianhandball#boys2010x11#season2023x2024#boys