წინ შავი ზღვის ბიჭები არიან

საქართველოს ჩემპიონატზე უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის, პირველი წრის შემდეგ ლიდერობს ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“, მეორე ადგილზეა სამტრედია, მესამეზე – თბილისის „ქარიშხალა“.

14-წლამდელმა ხელბურთელებმა, რომელთათვისაც ეს პირველი ოფიციალური ჩემპიონატის, გლდანში, ცერცვაძის აკადემიაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი ტური გამართეს.

 ბათუმმაც და სამტრედიამაც 4-4 თამაში მოიგეს და რადგანაც მათ შორის მატჩი, ხელვაჩაურში, ბათუმელებს 19-12 ჰქონდათ მოგებული, პირველ ადგილზეც ისინი არიან. აღმოავლეთის გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი ჯერჯერობით ქარიშხალას აქვს.

ჩემპიონატი განახლდება 23 თებერვალს. წინ მეორე წრეა. ჩემპიონი ორწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 2006-07

გლდანი, 1-2 თებერვალი

პეგასი – BSB ბათუმი 3-13, სამტრედია – ქარიშხალა 11-7, ქუთაისი – პეგასი 5-10
BSB ბათუმი – ყვარელი 15-4, გორი – სამტრედია, 11-12,  ქარიშხალა – ქუთაისი 18-2
პეგასი – სამტრედია 9-16, გორი – BSB ბათუმი 7-15, ყვარელი – ქუთაისი 9-4
BSB ბათუმი – ქარიშხალა 10-6, ქუთაისი – გორი 5-14, სამტრედია – ყვარელი 17-5

გაგრძელდება 23 თებერვალს

 2 თებ.
სხვ  
  BSB ბათუმი 6 6 0 0 92-32 12  
  სამტრედია
6 5 0 1 83-55 10  
  ქარიშხალა 6 3 1 2 68-46 7  
  პეგასი 6 3 0 3 51-61 6  
  გორი 6 2 1 3 66-62 5  
 ყვარელი 6 1 0 5 37-75 2  
  ქუთაისი 6 0 0 6 20-86 0  

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply