წილისყრა ჩიქოვანისა და ცხოვრებაძისთვის
ევროპის ხელბურთის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გიორგი ცხოვრებაძის მონპელიე შევხდება დანიის სკიერნს, ხოლო ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა – პორტუგალიის სპორტინგს. თამაშები 22 და 29 სექტემბერს გაიმართება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა.
რუმინეთის კონსტანცა პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ითამაშებს, ხოლო საფრანგეთის მონპელიე – დანიაში. კაცთა ევროტურნირებზე 2020-21 სეზონში საქართველოს ნაკრების ეს ორი ხელბურთელი იქნება წარმოდგენილი. ჩიქოვანის გუნდმა პირველ წრეში უკვე დაამარცხა სტავროპოლის (რუსეთი) დინამო, ხოლო მონპელიე პირდაპირ მეორე რაუნდში იყო დაშვებული.
ქალებში ევროპულ ასპარეზზე გამოვა მაკედონიის კუმანოვოსა და საქართველოს ნაკრების ლიდერი, მედეა ჩოხელი. მისი გუნდი ევროპის თასზე პირდაპირ მესამე რაუნდში, მეთექვსმეტედფინალშია დაშვებული და შეჯიბრებას ნოემბერში დაიწყებს.
ევროპის ხელბურთის ფედერაცია 20210-21 სეზონში ევროტურნირების რეფორმას ახორციელებს. ქალთა და კაცთა ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ 16-16 გუნდი დარჩა, დანარჩენი კლუბები კი გადანაწილდნენ კიდევ ორ შეჯიბრებაში – ევროპის ლიგაში და ევროპის თასზე.
ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი შაბათს, 12 ნოემბერს იწყება, ხოლო კაცები იმავე რაუნდს 16 სექტემბერს დაიწყებენ. წინა, 2019-20 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგის ტურნირი პანდემიის გამო გაუქმდა, კაცების ფინალური ოთხეულის ტურნირი კი 28-29 დეკემბერს გაიმართება კიოლნში. ნახევარფინალისტები არიან: ბარსელონა (ესპ), პარი სენ-ჟერმენი (საფ), კილი (გერ), ვესპრემი (უნგ).
ხელბურთი. EHF ევროპის ლიგა 2020-21, კაცები
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი. 22, 29 სექტემბერი
კონსტანცა (რუმინეთი) – სპორტინგი (პორტუგალია)
სკიერნი (დანია) – მონპელიე (საფრანგეთი)
აზოტი-პულავი (პოლონეთი) – კრისტიანსტადი (შვედეთი)
ბენიდორმი (ესპანეთი) – ფივერი (ავსტრია)
ჰოლსტებრო (დანია) – რაინ ნეკარი (გერმანია)
ბიერინგბო-სილკებორგი (დანია) – ცსკა (რუსეთი)
პოტაისა ტურდა (რუმინეთი) – ტულუზი (საფრანგეთი)
ბიდასოა ირუნი (ესპანეთი) – ნექსე (ხორვატია)
მეტალურგი (მაკედონია) – კრინს-ლუცერნი (შვეიცარია)
GOG (დანია) – ვინტერტური (შვეიცარია)
დიონდიოში (უნგრეთი) – ფუხსე ბერლინი (გერმანია)
ტრებნიე (სლოვენია) – ბალატონფურედი (უნგრეთი)
პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე არიან: ლეონი (ესპანეთი), ნიმი (საფრანგეთი), მაგდებურგი (გერმანია), ტატაბანია (უნგრეთი), ეუროფარმ პელისტერი (მაკედონია), ვისლა პლოცკი (პოლონეთი), დინამო ბუკურეშტი (რუმინეთი), ჩეხოვსკიე მედვედი (რუსეთი), შაფჰაუზენი (შვეიცარია), ტატრან-პრეშოვი (სლოვაკეთი), ალინგსასი (შვედეთი), ბეშიქთაში (თურქეთი)
EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, კაცები
ჯგუფური ეტაპი (16 სექტემბერი – 25 თებერვალი)
A ჯგუფი: ვარდარი (მკდ), პსჟ (საფ), კელცე (პოლ), პორტუ (პორ), სეგედი (უნგ), მეშკოვ-ბრესტი (ბლრ), ელვერუმი (ნორ), ფლენზბურგი (გერ)
B ჯგუფი: ბარსა (ესპ), ვესპრემი (უნგ), კილი (გერ), ოლბორგი (დან), ნანტი (საფ), მოტორ ზაპოროჟია (უკრ), ცელიე (სლნ), ზაგრები (ხორ)
1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში
EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები
ჯგუფური ეტაპი (12 სექტემბერი – 7 თებერვალი)
A ჯგუფი: მეცი (საფ), როსტოვი (რუს), კრისტიანსანდი (ნორ), ესბიერგი (დან), ფერენცვაროში (უნგ), CSM ბუკურეშტი (რუმ), ბიტიგჰაიმი (გერ), კრიმ მერკატორი (სლნ)
B ჯგუფი: რამნიკუ ვალჩეა (რუმ), დიორი (უნგ), ბუდუჩნოსტი (მნტ), ბორუსია დორტმუნდი (გერ), ცსკა (რუს), ბრესტ-ბრეტონი (საფ), ოდენსე (დან), პოდრავკა (ხორ)
1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში