წაგება კაპიტნის ტრავმის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა ძალიან უიღბლოდ დაიწყო ევროპის გოგონათა ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში – ლიეტუვასთან მატჩის მე-7 წუთზე ტრავმის გამო თამაში დატოვა გუნდის კაპიტანმა ჯგერენაიამ, ამის შემდეგ კი ჩვენმა მეტოქემ 28-19 გაიმარჯვა.
ჯგერენაია გუნდის კაპიტანი, გამთამაშებელი და გამოკვეთილი ლიდერია – ამასწინათ, 19-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ლიეტუვაში, მან 6 თამაშში 29 გოლი გაიტანა, მაგრამ აქ პირველივე მატჩის დასაწყისში მუხლი დაიზიანა და თამაშს ბოლომდე გამოაკლდა. ამ მომენტისთვის ანგარიში 2-2 იყო.
მომდევნო 10 წუთის განმავლობაში ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, დაბნეული იყო და ლიეტუვა 3-4 ბურთით დაწინაურდა, მაგრამ, საქართველო ნელ-ნელა დაბრუნდა თამაში – მეკარე ჯიქურაშვილმა ჯამში 10 ბურთი მოიგერია, ლიდერობა კი იტვირთა მარცხენა გარემარბმა ანა ჩხაიძემ. ჩხაიძე რეგულარულად უგებდა ორთაბრძოლებს თავის მეურვეს, სულ 7 გოლი გაიტანა და საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.
25-ე წუთისთვის ჩვენმა გუნდმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა 10-11, თუმცა, პირველი ტაიმი მაინც მეტოქემ მოიგო 13-10. ბრძოლა იყო მეორე ნახევრის უმეტესი დროის განმავლობაშიც, ლიტვა სულაც არ იყო დაუმარცხებელი გუნდი და უამრავი შეცდომა დაუშვა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, კაპიტნის არყოფნა გადამწყვეტი გამოდგა.
ხვალ საქართველოს ნაკრები 16 საათზე შეხვდება ფინეთის გუნდს. დღეს ჩვენს ჯგუფში შვეიცარიამ 39-20 დაამარცხა ლატვია, A ჯგუფში სერბეთმა სძლია ფარერის კუნძულებს 30-26, უკრაინამ კი 19-18 მოუგო საბერძნეთს.
სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა კი რამდენიმე პლატფორმითაა შესაძლებელი:
https://www.facebook.com/GEONHF/
https://www.youtube.com/user/handballgoergia
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.
თბილისის სპორტის სასახლე, 3 აგვისტო
ლიეტუვა – საქართველო 28-19
ლიე: გეცაიტე, ნამენტკევიჩი, ოსიპოვაიტე – მაცკონიტე 12, მ. უსტილაიტე 6, ვოსკრესენსკაია 3, სტანელიტე 3, ვიენაზინდიტე 2, ანდრონიკი 1, ურნიკიტე 1, კ. უსტინაიტე, პაუკშტიტე, მალიშევა, დამულევიჩუტე, იანციტე, სკილანდიტე
საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი – ა. ჩხაიძე 7, ე. ჩხაიძე 6, დვალიშვილი 2, ბურკაძე 2, ჯგერენაია 1, სურამლიშვილი 1, გოგია, გაგნიძე, კორძაია, ქამაშიძე, საბაშვილი, კომახიძე, მ. ცინცაძე
მსაჯები: ვეიმანსი, ვოლბერტუსი (ჰოლ), დელეგატები: მელქონიანი (სომ), ბაუმი (პოლ)
შვეიცარია – ლატვია 39-20
B ჯგუფი———თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ
შვეიცარია——-1—1—0—0—39-20—2
ლიტვა———–1—1—0—0—28-19—2
ფინეთი———-0—0—0—0—-0-0—-0
საქართველო—-1—0—0—1—19-28—0
ლატვია———-1—0—0—1—20-39—0
სერბეთი – ფარერები 30-26
უკრაინა – საბერძნეთი 19-18
A ჯგუფი———თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ
სერბეთი——–1—1—0—0—30-26—2
უკრაინა———1—1—0—0—19-18—2
ბულგარეთი—-0—0—0—0—–0-0—-0
საბერძნეთი—–1—0—0—1—18-19—0
ფარერები——-1—0—0—1—26-30—0
4 აგვისტო
12:00 ფარერები – ბულგარეთი
14:00 საბერძნეთი – სერბეთი
16:00 საქართველო – ფინეთი
18:00 ლატვია – ლიეტუვა
5 აგვისტო
12:00 ბულგარეთი – უკრაინა
14:00 ფარერები – საბერძნეთი
16:00 საქართველო – ლატვია
18:00 ფინეთი – შვეიცარია
7 აგვისტო
12:00 ბულგარეთი – საბერძნეთი
14:00 უკრაინა – სერბეთი
16:00 ფინეთი – ლატვია
18:00 შვეიცარია – ლიეტუვა
8 აგვისტო
12:00 უკრაინა – ფარერები
14:00 სერბეთი – ბულგარეთი
16:00 შვეიცარია – საქართველო
18:00 ლიეტუვა – ფინეთი
10 აგვისტო, ნახევარფინალი
11:00 (9-10) A5-B5
13:00 (5-8) A3-B4
15:00 (5-8) B3-A4
17:00 (1-4) A1-B2
19:00 (1-4) B1-A2
11 აგვისტო, ფინალი
12:00 (7-8)
14:00 (5-6)
16:00 (3-4)
18:00 (1-2)