ცხოვრებაძე ჯგუფურ ეტაპზეა, ჩიქოვანს ცოტა დააკლდა
გიორგი ცხოვრებაძის გუნდმა, მონპელიემ ორი მატჩის ჯამში 63-60 დაამარცხა დანიის სკიერნი და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა კი მინიმალური სხვაობით დამარცხდა პორტუგალიის სპორტინგთან 48-49.
კონსტანცა ახლოს იყო მიზანთან. შინ, ფრედ დასრულებული პირველი თამაშის შემდეგ (27-27), რუმინულმა კლუბმ სტუმრად ტაიმი 12-10 მოიგო და მეორე ნახევრის დასაწყისში სამითაც დაწინაურდა – 16-13, მაგრამ მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს და მატჩის დაბოლოება ერთი ბურთით მოიგეს, 22-21. ქართველმა უკანახაზელმა სათამაშო დროის უმეტესი ნაწილი მოედანზე გაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.
მონპელიემ სტუმრად 30-31 დამარცხების შემდეგ შინ რევანში აიღო 33-29. 19 წლის გიორგი ცხოვრებაძე სეზონის სამივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, გოლი ჯერ არ გაუტანია. სკიერნთან ორი მატჩის გარდა ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის გამარჯვებულმა, მონპელიემ წარმატებით დაიწყო საფრანგეთის ლიდლ სტარლიგაც – შინ 31-35 დაამარცხა შარტრი.
1 ოქტომბერს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაა. 24 გუნდი 4 ჯგუფად დაიყოფა და 10-10 მატჩს ითამაშებს, 4-4 საუკეთესო კი მერვედფინალში გავა. ევროპის ლიგა წლეულს პირველად იმართება და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, სადაც სულ 16 გუნდი მონაწილეობს, მნიშვნელობით მეორე ევროტურნირია.
ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ დაუშვეს 12 გუნდი, დანარჩენი 12 კი იქ კვალიფიკაციიდან მოხვდა. მეორე რაუნდის 12 წყვილიდან, ეპიდემიის გამო, ერთში მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა (სლოვენიის ტრებნიემ უნგრეთის ბალატონფურედი დაამარცხა), ესპანური ბენიდორმი კი ავსტრიაში საპახუხო მატჩზე ვერ გაემგზავრა და თამაშის უფლება ავსტრიის ფივერსს დაუთმო.
ხელბურთი. EHF ევროპის ლიგა 2020-21, კაცები
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი. საპასუხო მატჩები. 29 სექტემბერი
მონპელიე (საფრანგეთი) – სკიერნი (დანია) 33-29 (პირველი მტჩი 30-31)
მნპ: შეგო, ბონფუა – დესკა 7, პორტი 5, სიმონეტი 5, ბატე 4, რიშარსონი 3, ი. ლენი 3, დუარტე 2, პელა 2, ბორჟესი 2, ვილმინო, ტრუხანოვიჩუსი, ბოსი, ცხოვრებაძე, გიროდუ
სპორტინგი (პორტუგალია) – კონსტანცა (რუმინეთი) 22-21 (27-27)
კონ: იანკუ, ვასილე – ნიკოლიჩი 4, კომოგოროვი 4, ბურიჩეა 3, სანდრუ 2, ნისტორი 2, კიუფა 2, ილიე 2, ჩიქოვანი 1, რადოევიჩი 1, ბლაჟევიჩი, ონური, სიმოვიჩი, შუშანუ, ანდრეი
კრისტიანსტადი (შვედეთი) – აზოტი-პულავი (პოლონეთი) 24-22 (25-24)
რაინ ნეკარი (გერმანია) – ჰოლსტებრო (დანია) 26-27 (28-22)
ტულუზი (საფრანგეთი) – პოტაისა ტურდა (რუმინეთი) 31-27 (35-35)
ნექსე (ხორვატია) – ბიდასოა ირუნი (ესპანეთი) 29-24 (27-30)
კრინს-ლუცერნი (შვეიცარია) – მეტალურგი (მაკედონია) 22-21 (24-26)
ვინტერტური (შვეიცარია) – GOG (დანია) 35-31 (24-33)
ფუხსე ბერლინი (გერმანია) – დიონდიოში (უნგრეთი) 36-24 (25-23)
ტრებნიე (სლოვენია) – ბალატონფურედი (უნგრეთი) 23-22
ცსკა (რუსეთი) – ბიერინგბო-სილკებორგი (დანია) 32-24 (23-26)
ფივერსი (ავსტრია) – ბენიდორმი (ესპანეთი) მეორე მატჩი გაუქმდა (31-34)
ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1 ოქტომბერს
პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე არიან: ლეონი (ესპანეთი), ნიმი (საფრანგეთი), მაგდებურგი (გერმანია), ტატაბანია (უნგრეთი), ეუროფარმ პელისტერი (მაკედონია), ვისლა პლოცკი (პოლონეთი), დინამო ბუკურეშტი (რუმინეთი), ჩეხოვსკიე მედვედი (რუსეთი), შაფჰაუზენი (შვეიცარია), ტატრან-პრეშოვი (სლოვაკეთი), ალინგსასი (შვედეთი), ბეშიქთაში (თურქეთი)