ჩოხელი საუკეთესო იყო
ხელბურთის ჩელენჯ კაპის მერვედფინალის პირველ მატჩში მედეა ჩოხელის გუნდი, პელისტერი სერბეთში 26-33 დამარცხდა ნაისა ნიშთან. ქართველი ხაზის მოთამაშე 6 გოლით თავის გუნდში საუკეთესო იყო.
პირველი მატჩი 2 თებერვალს უნდა გამართულიყო მაკედონიაში, მაგრამ გუნდების ურთიერთშეთანხმებით, ორივე თამაში სერბეთში დაინიშნა 9 და 10 თებერვალს. დასრულებამდე 10 წუთით ადრე პელისტერი 22-24 აგებდა, მაგრამ მატჩის დაბოლოებაში შვიდამდე ჩამორჩა.
ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=Bgh8MsoR_lM
პირველ მატჩში მედეა ჩოხელის 8 დარტყმიდან შედეგიანი 6 იყო. საპასუხო მატჩი მეორე დღეს იმავე არენაზე გაიმართა. ნიშმა 34-24 მოიგო, ჩოხელმა 2 გოლი გაიტანა.
ამავე ეტაპზე, მერვედფინალში უნდა ეთამაშა მეორე ქართველ ხელბურთელს, ქეთევან ვენეცკის. მისმა კლუბმა, კოსოვოს ისტოგუმ წინა ეტაპზე იტალიური კლუბი, კასანო მანიანო დაამარცხა, მარამ ვენეცკიმ მეორე მატჩი ჯვარედინი მყეი გაიწყვიტა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. ისტოგუმ ორივე მერვედფინალური მატჩი სტუმრად ითამაშა ესპანურ მალაგასთან და ორჯერ დამარცხდა – 9-40, 13-21.
ხელბურთი. ჩელენჯ კაპი, ქალები, 2018-19
მერვედფინალის პირველი მატჩი, 9 თებერვალი
პელისტერი (მკდ) – ნაისა ნიში (სრბ) 26-33
პელ: რისტოვა, კიჩესკა, დურლანოვა – ჩოხელი 6, იანკულოვსკა 6, მილოსავლიევიჩი 5, ბელევსკა 2, კარანფილოვსკა 2, ნიკოლოვსკა 2, ფილიპოსკა 1, რაიფი 1, ტალევსკა 1, ბოჟინოვსკა
ნიშ: ბოგდანოვიჩი, ივანოვიჩი – ფილიპოვიჩი 8, პეიოვიჩი 8, რადოვიჩი 6, მილოევიჩი 5, ტანაშკოვიჩი 3, ჩოგურიჩი 1, თ. პეტკოვიჩი 1, სტეფანოვიჩი 1, ივკოვიჩი, კარალიჩი, მ. პეტკოვიჩი, სტამენკოვიჩი, ველიკოვიჩი, ზდრავკოვიჩი
მსაჯები: ემილ აღაქიში, ერნესტ აღაქიში (აზე)
მეორე მატჩი, 10 თებერვალი
ნაისა ნიში (სრბ) – პელისტერი (მკდ) 34-24
ნიშ: ბოგდანოვიჩი, ივანოვიჩი, ჩოგურიჩი – რადოვიჩი 5, ტანაშკოვიჩი 5, პეიოვიჩი 4, ველიკოვიჩი 4, ზდრავკოვიჩი 4, ფილიპოვიჩი 3, მილოევიჩი 2, სტამენკოვიჩი 2, თ. პეტკოვიჩი 1, სტეფანოვიჩი 1 1, კარალიჩი, ჯორიჩი
პელ: რისტოვა, კიჩესკა, დურლანოვა – მილოსავლიევიჩი 6, იანკულოვსკა 5, ნიკოლოვსკა 4, ბოჟინოვსკა 3, რაიფი 3, ჩოხელი 2, ბელევსკა 1, კარანფილოვსკა, ფილიპოსკა, ტალევსკა
მალაგა (ესპ) – ისტოგუ (კოს) 40-9, 21-13