ჩოხელის 11 ბურთი ბალკანეთის ლიგაში
საქართველოს ნაკრების ხელბურთელი მედეა ჩოხელი წარმატებით თამაშობს მაკედონიურ კლუბ კუმანოვოში, როგორც ამ ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე ბალკანეთის ქალთა ლიგაში.
ჩემპიონატში ორი გუნდია დაუმარცხებელი – შარშანდელი ჩემპიონი სკოპიეს მეტალურგი და ვერცხლის პრიზიორი, კუმანოვო. მეტალურგს შვიდიდან შვიდი მოგება აქვს, კუმანოვოს – ექვსიდან ექვსი, ჩოხელმა კი ამ ექვს თამაშში 25 გოლი გაიტანა.
ბალკანეთის ქალთა ლიგა კი რეგიონალური შეჯიბრებაა, სადაც ყოფილი იუგოსლავიის კლუბები თამაშობენ. A ჯგუფში არის ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე – სლოვენიის კრიმ მერკატორი და მონტენეგროს ბუდუჩნოსტი, ასევე – ბოსნიის იაგოდინა. B ჯგუფში თამაშობენ კუმანოვო, სერბეთის ზაეჩარი, მონტენეგროს რუდარი და ბოსნიის გრუდე.
კუმანოვომ უკვე მოიგო ორი თამაში. ჯერ დაამარცხა რუდარი 29-20, ქართველმა ხაზის მოთამაშემ ამ მატჩში 6 გოლი გაიტანა. მეორე თამაშში მაკედონიელებმა აჯობეს ზაეჩარს და ჩოხელი კვლავ საუკეთესოთა შორის იყო 5 გოლით. დარჩა მატჩი ბოსნიურ კლუბთან და ჯგუფში პირველობის შემთხვევაში კუმანოვო გავა ფინალში, სადაც A ჯგუფის გამარჯვებულს ეხვდება.
კუმანოვო – ზაეჩარი, ჩოხელის გოლები: https://www.facebook.com/GEONHF/videos/796148200806701
ხელბურთი. მაკედონია, ქალთა სუპერლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)
1.მეტალურგ სკოპიე 21 (7 თამაშიდან), 2. კუმანოვო 18 (6), 3. ვარდარი 15 (6), 4. ჩაირი 15 (6), 5. სტრუჟანკა 12 (7), 6. დესპინა 12 (7), 7. სპარტაკი 7 (7), 8. გევგელია 7 (6), 9. პელისტერი 6 (6), 10. ოვჩე პოლე 3 (6), 11. გორჩე პეტროვი 3(6), 12. ალუშოვსკი 3 (7), 13. კუზმან-ვარდარი 3 (7)