ჩიქოვანი და ცხოვრებაძე: ნაბიჯი ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცამ შინ ფრედ, 27-27 ითამაშა პორტუგალიის სპორტინგთან ხოლო გიორგი ცხოვრებაძის მონპელიე დანიაში დამარცხდა სკიერნთან 30-31. საპასუხო მატჩები 29 სექტემბერსაა.
კონსტანცამ საკუთარი არენის უპირატესობა ვერ გამოიყენა, რადგანაც თამაში უმაყურებლოდ გაიმართა. ირაკლი ჩიქოვანმა თამაში ძირითად შვიდეულში დაიწყო და 1 გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში მასპინძლები 20-17 იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. კონსტანცამ ამ სეზონში უკვე გაიარა ერთი ეტაპი ევროპის ლიგაზე – პირველ ეტაპზე რუსეთის სტავროპოლი დაამარცხა.
დანიაში სკიერნ-მონპელიეს მატჩზე 400 ქომაგი დაუშვეს. მასპინძლებმა 14-11 მოიგეს ტაიმი, შესვენების შემდეგ მონპელიემ გაათანაბრა (14-14), მაგრამ ისევ ჩამორჩა, თუმცა, საპასუხო მატჩის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. ითამაშა გიორგი ცხოვრებაძემ, თუმცა, გოლი არ გაუტანია. საპასუხო მატჩამდე, მონპელიე საფრანგეთის ლიდლ-სტარლიგის სეზონსაც გახსნის: – 26 სექტემბერს შარტრს უმასპინძლებს.
მეორე ეტაპის 12 წყვილის გამარჯვებული გავა ჯგუფურ ეტაპზე, სადაც შეუერთდება იქ წინასწარ განთესილ 12 კლუბს.
ხელბურთი. EHF ევროპის ლიგა 2020-21, კაცები
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი. პირველი მატჩები. 22 სექტემბერი
სკიერნი (დანია) – მონპელიე (საფრანგეთი) 31-30
მნპ: შეგო (2 სეივი), ბონფუა (1) – რიშარსონი 6, პორტი 6, სიმონეტი 6, დუარტე 3, პელა 3, ბორჟესი 3, დესკა 2, ტრუხანოვიჩუსი 1, ა. ლენი, ბოსი, ცხოვრებაძე, ი. ლენი, ბატე
კონსტანცა (რუმინეთი) – სპორტინგი (პორტუგალია) 27-27
კონ: იანკუ, ვასილე – ნისტორი 10, კომოგოროვი 5, ბურიჩეა 3, ნიკოლიჩი 3, სანდრუ 1, ჩიქოვანი 1, სიმოვიჩი 1, ონური 1, შუშანუ 1, რადოევიჩი 1, კიუფა, ბლაჟევიჩი, ილიე, ანდრეი
აზოტი-პულავი (პოლონეთი) – კრისტიანსტადი (შვედეთი) 24-25
ბენიდორმი (ესპანეთი) – ფივერი (ავსტრია) 34-31
ჰოლსტებრო (დანია) – რაინ ნეკარი (გერმანია) 22-28
ბიერინგბო-სილკებორგი (დანია) – ცსკა (რუსეთი) 26-23
პოტაისა ტურდა (რუმინეთი) – ტულუზი (საფრანგეთი) 35-35
ბიდასოა ირუნი (ესპანეთი) – ნექსე (ხორვატია) 30-27
მეტალურგი (მაკედონია) – კრინს-ლუცერნი (შვეიცარია) 26-24
GOG (დანია) – ვინტერტური (შვეიცარია) 33-24
დიონდიოში (უნგრეთი) – ფუხსე ბერლინი (გერმანია) 23-25
ტრებნიე (სლოვენია) – ბალატონფურედი (უნგრეთი) გადაიდო
საპასუხო მატჩები 29 სექტემბერს,
პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე არიან: ლეონი (ესპანეთი), ნიმი (საფრანგეთი), მაგდებურგი (გერმანია), ტატაბანია (უნგრეთი), ეუროფარმ პელისტერი (მაკედონია), ვისლა პლოცკი (პოლონეთი), დინამო ბუკურეშტი (რუმინეთი), ჩეხოვსკიე მედვედი (რუსეთი), შაფჰაუზენი (შვეიცარია), ტატრან-პრეშოვი (სლოვაკეთი), ალინგსასი (შვედეთი), ბეშიქთაში (თურქეთი)