ჩიქოვანი და კონსტანცა ჯგუფურ ეტაპს იწყებენ
9 თებერვალს ირაკლი ჩიქოვანის გუნდს, კონსტანცას, პირველი მატჩი აქვს რანგით მეორე სახელბურთო ევროტურნირზე, ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე. რუმინული კლუბი სტუმრად თამაშობს დანიაში, ჰოლსტებროსთან.
ამავე ჯგუფში არიან ესპანური კუენკა და პორტუგალიის პორტუ. 16 დარჩენილ მონაწილეს ორის არის 3 გერმანული კლუბი, მათ შორის, გრანდები – კილი და ფუხსე ბერლინი, ასევე – სამი ესპანური, ორი უნგრული, ორი დანიური, თითო – ფრანგული, ხორვატული, მაკედონიური, რუმინული, პორტუგალიური და პოლონური კლუბი.
4 ჯგუფის 7 საუკეთესო გუნდი პლეიოფში. ამ შვიდიდან აირჩევა ფინალური ოთხეულის მასპინძელი, რომელიც მეოთხედფინალს არ თამაშობს, დარჩენილი 6 კლუბი კი დაწყვილდება და ოთხეულში გასასვლელად იბრძოლებს.
ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად კონსტანცამ ორი წრე გაიარა – დაამარცხა ჩეხეთის პლზენი და შვედეთი მალმე. ჩიქოვანმა ამ 4 თამაშში 10 გოლი გაიტანა – 4 პლზენთან და 6 მალმესთან. კონსტანცას კლუბმა 2014 წელს გააღწია EHF თასის ფინალურ ოთხეულში და ნახევარფინალში დამარცხდა საფრანგეთის მონპელიესთან.
კლუბმა ევროტურნირზე ასპარეზობის გამო რუმინეთის ჩემპიონატის მატჩი წინასწარ ითამაშა, 39-33 დაამარცხა ბაია მარე და სატურნირო ცხრილში iისევ მეორე ადგილზეა. ჩიქოვანმა გაიტანა 8 გოლი, ხოლო წინა ტურის მოგებულ თამაშში, თავის ყოფილ კლუბთან, დუნარეა კელერაშისთან (30-27) – 4 და რუმინეთის ჩემპიონატის 17 მატჩში 61 გატანილი ბურთი დაუგროვდა
ხელბურთი. EHF თასი. ჯგუფური ეტაპი
(პლეიოფში გადის 4 გამარვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი)
A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ), ლოგრონიო (ესპ), სენ-რაფაელი (საფ), ბალატონფურედი (უნგ)
B ჯგუფი: ჰანოვერი (გერ), ტატაბანია (უნგ), რაბოტნიკი (მკდ), ნექსე (ხორ)
C ჯგუფი: პორტუ (პორ), ჰოლსტებრო (დან), კუენკა (ესპ), კონსტანცა (რუმ)
9 თებ: ჰოლსტებრო-კონსტანცა, 16 თებ: კონსტანცა-პორტუ, 25 თებ: კონსტანცა-კუენკა
3 მარ: კუენკა-კონსტანცა, 23 მარ: კონსტანცა-ჰოლსტებრო, 30 მარ: პორტუ-კონსტანცა
D ჯგუფი: გრანოლერსი (ესპ), აზოტი-პულავი (პოლ), კილი (გერ), GOG(დანია)
ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 1. CSM ბუკურეშტი 16 მატჩი/40 ქულა – 2. კონსტანცა 17/39 – 3. პოტაისა ტურდა 17/36 – 4. კელერაში 16/33 – 5. სტიაუა 16/32 – 6. დინამო ბუკურეშტი 16/30 – 7. ფოჩანი 16/28 – 8. ტიმიშოარა 16/28 — 9. ბაია მარე 17/21 – 10. ფეგერაში 17/14 – 11. ბაკეუ 17/12 – 12. სუჩავა 16/11 – 13. ბუზაუ 16/9 – 14. კლუჟი 17/0