ჩიქოვანის გუნდი პირველ ადგილზეა
რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატში ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცამ სტუმრად 25-24 დაამარცხა ბუქარესტის სტიაუა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შაბათს კონსტანცა EHF თასზე მასპინძლობს ჯგუფის ლიდერს, პორტუგალიის პორტუს.
ქართველი უკანახაზელი ამ მატჩი ძირითადად დაცვაში იყო დასაქმებული და გოლი არ გაუტანია, თუმცა, ამ სეზონში გატანილი 60 ბურთით კლუბის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა სერბი ნიკოლა ჩერნოგლავაცის შემდეგ (75).
ამ ტურში CSM ბუკურეშტი 20-28 დამარცხდა ბუქარეტის დინამოსთან და პირველი ადგილი კონსტანცას დაუთმო, თუმცა, თამაში მარაგში აქვს და მოგების შემთხვევაში (რუმინეთში მოგებისთვის 3 ქულაა), ლიდერობას დაიბრუნებს. ერთ თამაშით ნაკლები აქვს შოთა თევზაძის კლუბს, ფოჩანისაც, რომელიც 21 თებერვალს ეთამაშება ტიმიშოარას.
კონსტანცა-პორტუს თამაში შაბათს 16:45 დაიწყება და მისი ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: https://www.ehftv.com/int/livestream/hc-dobrogea-sud-constanta-fc-porto-sofarma/1445359
ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 1. კონსტანცა 18 მატჩი /42 ქულა – 2. CSM ბუკურეშტი 17/40 – 3. პოტაისა ტურდა 18/39 -4. დინამო ბუკურეშტი 18/36 – 5. კელერაში 18/36 – 6. ტიმიშოარა 18/34 – 7. სტიაუა 18/32 – 8. ფოჩანი 17/31 — 9. ბაია მარე 18/21 – 10. ფეგერაში 18/17 – 13. ბუზაუ 18/12 – 12. ბაკეუ 17/12 –- 12. სუჩავა 18/11 –– 14. კლუჟი 18/0
EHF თასი. ჯგუფური ეტაპი. მეორე ტური
C ჯგუფი: პორტუ (პორ) 2, ჰოლსტებრო (დან) 2, კონსტანცა (რუმ) 0, კუენკა (ესპ) 0
16 თებერვალი, კონსტანცა-პორტუ. 16:45
25 თებ: კონსტანცა-კუენკა, 3 მარ: კუენკა-კონსტანცა,
23 მარ: კონსტანცა-ჰოლსტებრო, 30 მარ: პორტუ-კონსტანცა
A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ) 4 (2), ლოგრონიო (ესპ) 2 (1), სენ-რაფაელი (საფ) 0 (1), ბალატონფურედი (უნგ) 0 (2)
B ჯგუფი: ჰანოვერი (გერ) 2, ნექსე (ხორ) 2, ტატაბანია (უნგ) 2, რაბოტნიკი (მკდ) 0
D ჯგუფი: კილი (გერ) 4 (2), GOG (დან) 2 (1) გრანოლერსი (ესპ) 9 (1), აზოტი-პულავი (პოლ) 0 (2)
პლეიოფში გადის 4 გამარვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი