ჩიქოვანის გუნდის პირველი მოგება
რუმინეთის ხელბურთის ჩემპიონატში 4 ტური გაიმართა და მხოლოდ მეოთხეში მოიგო პირველი მატჩი შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა და EHF თასის მონაწილემ, კონსტანცამ. ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა შინ დაამარცხა ფეგერაში, 35-23.
შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდს აკლია რამდენიმე ლიდერი – ჩერნოგლავაცი, ვიოვიჩი და კევიჩი. პირველი ორი, მოულოდნელი მარცხის შემდეგ კონსტანცა სტუმრად ბოლომდე ებრძოლა ქვეყნის ჩემპიონსა და ჩემპიონთა ლიგის მონაწილეს, ბუქარესტის დინამოს, მაგრამ 27-29 წააგო. ჩიქოვანმა ამ მატჩში 6 გოლი გაიტანა, ფეგერაშთან – 2 და 4 თამაშში გატანილი 22 გოლით გუნდში ყველაზე შედეგიანია. კონსტანცა მომდევნო მატჩს 29 სექტემბერს გამართავს მეორე ადგილზე მყოფ ფოჩანისთან, ოქტომბრის დასაწყისში კი EHF თასის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ორი მატჩი ელის უნგრეთის ჩურგოისთან.
საქართველის ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის გუნდს 4 მატჩში მხოლოდ 1 ფრე და 1 ქულა აქვს. თევზაძეს ჯერ არ უთამაშია, რადგანაც გუნდის შეცვლის შემდეგ ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას ელის.
ხელბურთი. რუმინეთი, ეროვნული ლიგა. 4 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)
1.დინამო ბუკურეშტი 12, 2. ფოჩანი 10, 3. ბაია მარე 10, 4. სტიაუა 10, 5. ბაკეუ 9, 6. პოტაისა ტურდა 9, 7. ვასლუი 6, 8. კელერაში 4, 9. CSM ბუკურეშტი 4, 10. კონსტანცა 3, 11. ბუზაუ 1, 12. რეშიცა 1, 13. ტიმიშოარა 1, 14. ფეგერაში 1 (2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო გადის პლეიოფში)