ჩიქოვანის გუნდის ზედიზედ მეორე მოგება
ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა, კონსტანცამ EHF თასის ჯგუფურ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გასვლიკარგი შანსები აქვს. მეოთხე ტურში რუმინულმა კლუბმა მეორედაც, უკვე სტუმრად დაამარცხა ესპანეთის კუენკა, 28-26.
ჯგუფს 8 ქულით ლიდერობს პორტუ, რომელმაც მოუგო დანიის ჰოლსტებროს, 32-29. მეორე ადგილზე კონსტანცაა 4 ქულით. მეოთხედფინალში ოთხი ჯგუფის მეორეადგილოსნებიდან გადის სამი, ამ მომენტისთვის კონსტანცას მათ შორი მესამე შედეგი აქვს, თუმცა, მომდევნო ტურში, 23 მარტს, შინ აუცილებლად უნდა დაამარცხოს ჰოლსტებრო, რათა შანსი შეინარჩუნოს.
რუმინეთის ჩემპიონატში კონსტანცა სუფთა პირველ ადგილზეა 48 ქულით. ბოლო ტურში კლუბმა შინ მოუგო სუჩავას, ხოლო ქართველმა უკანახაზელმა 6 გოლი გაიტანა. სულ სეზონში ირაკლის პირადი მონაგარი ასეთია: 70 გოლი რუმინეთის ჩემპიონატში და 9 – EHF თასზე.
ხელბურთი. EHF თასი. ჯგუფური ეტაპი. მესამე ტური
C ჯგუფი: პორტუ (პორ) 8, კონსტანცა (რუმ) 4, ჰოლსტებრო (დან) 2, კუენკა (ესპ) 2
2 მარ: პორტუ- ჰოლსტებრო 32-29, 3 მარ: კუენკა-კონსტანცა 26-28
23 მარ: კონსტანცა-ჰოლსტებრო, 30 მარ: პორტუ-კონსტანცა
A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ) 8, სენ-რაფაელი (საფ) 6, ლოგრონიო (ესპ) 2, ბალატონფურედი (უნგ) 0
B ჯგუფი: ნექსე (ხორ) 6, ტატაბანია (უნგ) 5, ჰანოვერი (გერ) 3, რაბოტნიკი (მკდ) 2
D ჯგუფი: კილი (გერ) 8, GOG (დან) 4, გრანოლერსი (ესპ) 3, აზოტი-პულავი (პოლ) 1
პლეიოფში გადის 4 გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი