ჩემპიონი ფოთია, გასარკვევია მესამე პრიზიორი
საქართველოს ჩემპიონი 17-წლამდელ გოგონათა შორის გახდა ფოთი ოქროს ვერძი, რომელმაც 21-9 დაამარცხა მამული და ტურნირის დასრულებამდე 2 დღით ადრე მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.
მეორე ადგილი გუშინ გაინაღდა შარშანდელმა ჩემპიონმა აჭარამ, დღეს კი 13-20 წააგო პეგასთან. მესამე ადგილის მაძიებელთა მატჩში ქარიშხალამ 27-20 დაამარცხა სამტრედია, თუმცა, ბრინჯაოს მედალისტის ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია. სამტრედიას ერთი თამაშით და 1 ქულით მეტი აქვს და სათამაშო დარჩა პეგასთან და ყვარელთან. ქარიშხალას დარჩა 3 მატჩი – წყალტუბოსთან, ბათუმთან და აჭარასთან.
მესამე ადგილის შანსი დარჩენილი ჰქონდა ყვარელსაც, მაგრამ დღეს მოულოდნელად წააგო ბათუმთან, 15-17. დღესვე, გლდანის ხელბურთის ცენტრში კიდევ 2 მატჩი გაიმართა: პეგასი – ბათუმი 21-11, ყვარელი – წყალტუბო 26-22.
გოგონათა ჩემპიონატი ხვალ გაგრძელდება და 8 მაისს დასრულდება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე
მესამე წრის საერთო ტური. 5-8 მაისი, გლდანი
6 მაისი
ბათუმი – ყვარელი 17-15
აჭარა – პეგასი 13-20
ქარიშხალა – სამტრედია 27-20
ყვარელი – წყალტუბო 26-22
პეგასი – ბათუმი 21-11
ფოთი – მამული 21-9
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
6 მაისი | თ | მ | ფ | წ | გატ-გაშ | ქ | ||||||||
ფოთი | 22 | 20 | 1 | 1 | 413-272 | 41 | ||||||||
აჭარა | 22 | 17 | 0 | 5 | 453-328 | 34 | ||||||||
სამტრედია | 22 | 13 | 2 | 7 | 387-342 | 28 | ||||||||
ქარიშხალა | 21 | 13 | 1 | 7 | 506-424 | 27 | ||||||||
ყვარელი | 22 | 11 | 2 | 8 | 415-371 | 24 | ||||||||
პეგასი | 22 | 11 | 2 | 9 | 402-362 | 24 | ||||||||
ბათუმი | 23 | 4 | 1 | 18 | 274-406 | 9 | ||||||||
წყალტუბო | 22 | 3 | 1 | 18 | 273-441 | 7 | ||||||||
მამული | 22 | 2 | 0 | 20 | 332-509 | 2 |
7 მაისი
12:00 ყვარელი – ფოთი
13:00 წყალტუბო – ქარიშხალა
14:00 სამტრედია – პეგასი
15:00 მამული – აჭარა
16:00 ქარიშხალა – ბათუმი
8 მაისი
12:00 მამული- წყალტუბო
13:00 აჭარა – ქარიშხალა
14:00 სამტრედია – ყვარელი
15:00 ფოთი – პეგასი