ჩემპიონი სეზონს პორტუგალიაში ხსნის
საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი, ხელბურთის კლუბი შავი ზღვის ბიჭები ახალ სეზონს 3-4 სეტემბერს იწყებს პორტუგალიაში – ბათუმელები ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუს ეთამაშებიან.
უკვე გარკვეულია ამ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე მეორე ეტაპზე – სლოვენიის კოპერი. სამი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ 16 გუნდი ბრძოლას ჯგუფურ სტადიაზე გააგრძელებს, მეოთხედფინალიდან კი ბრძოლა ისევ პლეიოფის ფორმატით გაგრძელდება.
ბათუმის გუნდმა სეზონისწინა მზადება გაიარა, შარშანდელი შემადგენლობა შეინარჩუნა და 4 მოთამაშეც დაიმატა: გიორგი სამყურაშვილი, შოთა გრიშიკაშვილი, გიორგი კვერნაძე (ქუთაისი) და ირაკლი გოგოლაძე (სამტრედია). ორივე მატჩი პორტუში, დრაგაო კაისას არენაზე გაიმართება 3 და 4 სექტემბერს. ამგვარი პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებული ევროტურნირებზე – EHF თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის 15 წყვილიდან 6 სწორედ ამ ფორმატით თამაშობს.
ბათუმელთა მეტოქეს, პორტუს ორჯერ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მათ შორის – წინა სეზონში. პორტუ ქვეყნის 20-გზის ჩემპიონია, 2009-15 წლებში ზედიზედ მოიგო 7 ტიტული, თუმცა, ბოლო სეზონში პირველობა ბრაგას დაუთმო.
წლევანდელ ევროტურნირებზე საქართველოდან მეორე გუნდიც მონაწილეობს. ქალთა ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალში თბილისის მამული ჩეხეთის სოკოლ პორუბას შეხვდება. პირველი მატჩი 12 ან 13 ნოემბერს ოსტრავაში გაიმართება, საპასუხო – 19 ან 20 ნოემბერს თბილისში.
EHF თასი 2016-17. კაცები. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი (3-4/10-11 სექტემბერი)
3, 4 სექტემბერი, პორტუ. დრაგაო კაისა.
შავი ზღვის ბიჭები ბათუმი (საქ) – პორტუ (პორ)
მსაჯები: რობერტო შევოლა, ტალ ალპერან (იტა), დელეგატი: ჟან-ფილიპ დიუბედუ (საფ)
კერიენი (ლუქ) – ვოივოდინა (სრბ)
კრეტეი (საფ) – ზამეტი (ხორ)
ალფა ჰარდი (ავს) – ლაიონსი (ჰოლ)
მაკაბი რიშონი (ისრ) – ლონდონი (ბრი)
შამბერი (საფ) – ვოლენდამი (ჰოლ)
ვარაზდინი (ხორ) – ანკარასპორი (თურ)
ჰაუკარი (ისლ) – არგოსი (საბ)
ბესა ფამილია (კოს) – დუკლა პრაჰა (ჩეხ)
ჩურგოი (უნგ) – ბოდო (ნორ)
პოლი ტიმიშოარა (რუმ) – პოლვა სერვიტი (ესტ)
ოლიმპუსი (მლდ) – ზტრ ზაპოროჟიე (უკრ)
პრილეპი (მკდ) – ვინტერტური (შვც)
მეტალოპლასტიკა (სრბ) – დინამო ასტრახანი (რუს)
ფილიპოს ვერიასი (საბ) – ბუდვანსკა (მნტ)
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი (8-9/15-16 სექტემბერი)
შავი ზღვის ბიჭები ბათუმი (საქ)/პორტუ (პორ) – კოპერი (სლნ)
—
შავი ზღვის ბიჭები ბათუმი
GK კორნელი ანდრიაძე (1984), გიორგი სამყურაშვილი (1985)
LW ზურაბ აბრამიშვილი (1994), რეზო ჭანტურია (1994)
LB ლექსო წითელიშვილი (1992), გიორგი კობახიძე (1982), აკაკი ყაველაშვილი (1987)
CB ილია გოგალაძე (1986), გიორგი სურმავა (1992), გიორგი წივწივაძე (1981)
RB ვანო ქარდავა (1989), გიორგი კვერნაძე (1984)
RW ირაკლი გოგოლაძე (1996), იგორ ვინოგრადსკი (1991)
P უჩა მაისურაძე (1986), შოთა გრიშიკაშვილი (1984), ლევან ბერძენიშვილი (1986)
მთავარი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე (1968)
მწვრთნელი მერაბ ჭანტურია (1957)
გუნდის უფროსი გია ბზეკალავა (1954)