ჩემპიონიც გავარდა და მასპინძელიც
ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიაში გამოვლინდა ნახევარფინალური წყვილები. პარასკევს თამაშობენ საფრანგეთი-ესპანეთი და დანია-შვედეთი. ევროპის 2016 წლის ჩემპიონი გერმანია ესპანეთთან დამარცხდა და ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულა.
ყველა მატჩის მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=2ZQCt_7-XW8&list=PLLatB4ZOw08j-i2WwK6LgfBt1_bS2cbzb
დღე დაიწყო მატჩით, რომელშიც სლოვენია ჯერ 7-12 ჩამორჩა ჩეხეთს, შემდეგ 16-15 დაწინაურდა, ისევ გაუშვა წინ მეტოქე 16-20, იქვე გაათანაბრა (20-20), სულ ბოლოს კი ორით გავიდა წინ (26-24), მაგრამ თამაში მაინც იმ ანგარიშით დასრულდა, რომელიც არცერთ გუნდს არ აწყობდა – ფრე, 26-26. მოგების შემთხვევაში ჩეხეთიცა და სლოვენიაც უნდა დალოდებოდნენ გერმანია-ესპანეთის ფრეს, ასე კი ჩეხეთს ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლისა და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრის შანსიღა შერჩა.
ამ შედეგის შემდეგ დანიას პირველი ადგილი ჰქონდა განაღდებული მეორე ჯგუფში, პირველი ტაიმი ფრედ, 12-12 დაასრულა მაკედონიასთან, მეორეში კი გაანადგურა მეტოქე – 31-20. და დადგა გადამწყვეტი მატჩის დრო. გერმანია-ესპანეთს შორის მოგებული ნახევარფინალში გადიოდა, ფრე ესპანეთს აწყობდა.
თანაბარი თამაშის შემდეგ (15-15, 34 წუთი), გერმანიას, რომელაც აკლდა ძირითადი გამთამაშებელი დრუქსი, შეტევაში თამაში აერია და 15-19 ჩამორჩა, მწვრთნელმა პროკოპმა კი მეკარე მოხსნა, მეშვიდე შემტევი დაამატა და ზედიზედ 3 გოლი მიიღო ცარიელ კარში, ბრძოლა კი აქ დასრულდა 15-23. გერმანიამ სულ 15 ბურთი დაკარგა შეტევაში, 8 გოლი გაუშვა ცარიელ კარში და ჩემპიონატი ასე დაასრულა. 31-27, ესპანეთი ნახევარფინალშია.
პირველ ჯგუფში ბელარუსმა 33-27 მოუგო სერბეთს და ბოლო ადგილზე დატოვა. ნორვეგიას 5 ბურთით მოგება სჭირდებოდა შვედეთთან, თუმცა, ორივე გუნდი, ნებისმიერ შემთხვევაში, საფრანგეთ-ხორვატიის მატჩის შედეგზეც იყო დამოკიდებული. ნორვეგია თითქმის მთელი თამაში იგებდა 1-2 ბურთით, სხვაობა კი მაქსიმალური სირენამდე 40 წამით ადრე გახდა, როცა საგოსენმა გაიტანა – 28-25. აქ ნახევარფინალში საფრანგეთთან უბრძოლველად გასვლის შანსი გაუჩნდა ხორვატიას. ნორვეგიას კიდევ ერთი ბურთი რომ გაეტანა, მაშინ სამივე გუნდი 6-6 ქულას დააგროვებდა, ერთმანეთში თანაბარი სხვაობა ექნებოდა (შვედეთი-ხორვატია 35-31, ხორვატია-ნორვეგია 32-28, ნორვეგია-შვედეთი 29-25), და ხორვატია მეტი გატანილი გოლით მეორე ადგილს ინაღდებდა. სირენამდე 15 წამით ადრე შვედი ლაგერგრენის დარტყმული ძელს მოხვდა და მოედანში დაბრუნდა… მაგრამ ბურთი შვედებმა დაიჭირეს, შეინარჩუნეს და სამ ექვსქულიან გუნდში ბურთების უკეთესი სხვაობა დარჩათ, ხოლო ხორვატიას საფრანგეთთან ქულა სჭირდებოდა.
მაგრამ ფრანგები სულაც არ აპირებდნენ რამის დათმობას. მათ პირველი ტაიმი 19-13 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი დიდიე დინარმა მეორე შემადგენლობა ათამაშა. და მასპინძლებს მიეცათ შანსი, როდესაც 53-ე წუთზე ცინდრიჩმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა – 25-26! თუმცა, ეს იყო მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ხორვატიამ შეძლო. ფრანგებმა მოიგებამდე მიიყვანეს ზედიზედ მეექვსე მატჩი (29-26) და ნახევარფინალში შეხვდებიან ესპანეთს, ხოლო ხორვატია მეხუთე ადგილისა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის შაბათს შეხვდება ჩეხეთს.
ხორვატიაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის 3 საგზურიც თამაშდება. საფრანგეთი, როგორც მოქმედი ჩემპიონი, და მომავალი ტურნირის მასპინძლები, დანია და გერმანია ამ ბრძოლაში არ მონაწილეობენ. ორი პირდაპირი საგზური გაინაღდეს ნახევარფინალისტებმა, შვედეთმა და ესპანეთმა, მესამეს ჩეხეთი და ხორვატია გაითამაშებენ. დანარჩენი 10 გუნდი ივნისში გადაერთვება პლეიოფში, შეურთდება პირველი შესარჩევი ეტაპის 6 გამარჯვებულს, დაწყვილდება და კიდევ 8 საგზურს გაითამაშებს.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღეა, ხვალ – ნახევარფინალი, კვირას – ფინალი. ყველა მატჩს ცოცხლად აჩვენებს ქართული არხი, სილკ სპორტი.
ხელბურთი. ევრო 2018, კაცები. ხორვატია, 12-28 იანვარი
მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო დღე, 24 იანვარი
1 ჯგუფი, ზაგრები
საფრანგეთი——-5—0—0—156-130-10
შვედეთი–(+1)—-3—0—2–136-127–6
ხორვატია–(0)—-3—0—2—147-138–6
ნორვეგია–(-1)—-3—0—2—152-144–6
ბელარუსი———1—0—4–128-146–2
სერბეთი———–0—0—5—131-165–0
სერბეთი–ბელარუსი 27-32
ნენადიჩი 7 – პუხოუსკი 9, იურინოკი 5
https://www.youtube.com/watch?v=mGD0StGlkCc
შვედეთი–ნორვეგია 25-28
ტოლბრინგი 6, იეპსონი 5 – მირჰოლი 7, ტონესენი 5, ბერგერუდი 21/45
https://www.youtube.com/watch?v=Y1981_4lbWg
ხორვატია–საფრანგეთი 27-30
შტრლეკი 6, ჩუპიჩი, მამიჩი 5 – რემილი 6, მაე 5, გიგუ 4
https://www.youtube.com/watch?v=R1MQeXroTug
12 იან. საფრანგეთი-ნორვეგია 32-21, ხორვატია-სერბეთი 32-22
14 იან. შვედეთი-სერბეთი 30-25, ნორვეგია-ბელარუსი 33-28
16 იან. საფრანგეთი-ბელარუსი 32-25, შვედეთი-ხორვატია 35-31
18 იან. სერბეთი-ნორვეგია 27-32, ხორვატია-ბელარუსი 25-23
20 იან. შვედეთი-საფრანგეთი 17-23, ხორვატია-ნორვეგია 32-28
22 იან. სერბეთი-საფრანგეთი 30-39, შვედეთი-ბელარუსი 29-20
2 ჯგუფი, ვარაჟდინი
დანია——–4—0—1—140-123–8
ესპანეთი—-3—0—2—142-118–6
ჩეხეთი——-2—1—2–113-131–5
სლოვენია—-1—2—2–134-133–4
გერმანია—–1—2—2–124-126–4
მაკედონია—1—1—3–114-136–3
სლოვენია–ჩეხეთი 26-26
მარგუცი, ზარაბეცი, კავტიჩნიკი 5 – ზდრაჰალა 9, ჩიპი 5, მრკვა 18/43
https://www.youtube.com/watch?v=yYls8c9kO5c
მაკედონია–დანია 20-31
კუზმანოვსკი 6 – დამგორი 11, ზახრიასენი 5, გრენი 9/17
https://www.youtube.com/watch?v=w5KXdsmUBLE
გერმანია–ესპანეთი 27-31
ჰეფნერი 5, კუნი, ვებერი, რაიხმანი 4 – ბალაგერი 6, სოლე, ა.დუიშებაევი 5, კორალესი 11/28
https://www.youtube.com/watch?v=2rlded3Sddo
13 იან. ესპანეთი-ჩეხეთი 32-15, მაკედონია-სლოვენია 25-24
15 იან. გერმანია-სლოვენია 25-25, დანია-ჩეხეთი 27-28
17 იან. მაკედონია-გერმანია 25-25, ესპანეთი-დანია 22-25
19 იან. გერმანია-ჩეხეთი 22-19, სლოვენია-დანია 28-31
21 იან. გერმანია-დანია 25-26, მაკედონია-ესპანეთი 20-31
23 იან. სლოვენია-ესპანეთი 31-26, მაკედონია-ჩეხეთი 24-25
26 იანვარი, ზაგრები
18:30 მე-5 ადგილისთვის. ხორვატია-ჩეხეთი
21:00 ნახევარფინალი. საფრანგეთი-ესპანეთი
23:30 ნახევარფინალი. დანია-შვედეთი
28 იანვარი, ზაგრები
21:00. მესამე ადგილისთვის.
23:30 ფინალი.
სტატისტიკა. გოლები: ზდრაჰალა, ჩეხ 42 – ბიორნსენი, ნორ 37, საგოსენი, ნორ 32 – თამაშიდან: ზდრაჰალა 33 – საგოსენი 30 – კაშპარეკი, ჩეხ 27, გოლი+პასი: საგოსენი 32+38 მეკარეები: ჟერარი, საფ 62/162=38% – ბერგერუდი, ნორ 73 მოგერიება
კლასიფიკაცია. 7-16 ადგილები. 7. ნორვეგია 8. სლოვენია 9. გერმანია 10. ბელარუსი 11. მაკედონია 12. სერბეთი 13. ისლანდია 14. უნგრეთი 15. ავსტრია 16. მონტენგრო