ჩემპიონის ზედიზედ მესამე მოგება

ქალთა უმაღლეს ლიგაში ფოთის ოქროს ვერძის ხელბურთელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს –  ამჯერად სამტრედიასთან, 17-16. აჭარის გუნდმა დაამარცხა წყალტუბოს პრომეთე, 36-21.

სენაკის სამდღიანი ტურის შემდეგ ჩემპიონატის მონაწილე რვავე გუნდს 10-10 მატჩი აქვს. 18-18 ქულით ყვარელი და ქარიშხალა ლიდერობენ და ნახევარფინალში გასვლა განაღდებული აქვთ. მესამე ადგილზე მტკიცედაა ფოთი (13), ფინალური ოთხეულის მეოთხე საგზურისთვის კი დარჩენილ 4 ტურში სერიოზული ბრძოლა იქნება სამტრედიის (10 ქულა) და აჭარის (9) გუნდებს შორის. შანსები დარჩათ თბილისის პეგასსა და მამულსაც (6-6).

ოქროს ვერძი თავიდანვე დაწინაურდა სამტრედიასთან და ტაიმი 10-5 მოიგო. ფოთელებმა შეძლეს მეტოქის ლიდერის, თამარ ბურკაძის გაუვნებლება. მაგრამ, მეორე ნახევარში სამტრედიელმა ჩხაიძემ, დასრულებამდე 15 წუთით ადრე გაათანაბრა: 11-11. ფოთელები ისევ გავიდნენ წინ, 15-12, მაგრამ სხვაობა კვლავ შემცირდა მინიმუმამდე: 15-14. მატჩის ბედი გადაწყდა მიწურულში, როდესაც კობახიამ და გოგიამ ზედიზედ გაიტანეს ორი გოლი (17-14), დარჩენილ ორიოდ წუთში კი სამტრედიელმა ესაკიამ მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო – 16-17. საქართველოს 2019 წლის ჩემიონმა, ფოთის გუნდმა, პირველ წრეში დამარცხებისთვის (22-28) რევანში აიღო. 

რეგულარული სეზონის ბოლომდე დარჩენილია 4 შეწყვილებული ტური, რომელშიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის გუნდები ერთმანეთში ითამაშებენ.  მე-11-14 ტურის მატჩები გაიმართება 5-6 და 26-27 მარტს, 2-3 და 26-27 აპრილს. 4 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 21 თებერვალი, სენაკი

სამტრედია – ფოთი 16-17

სამ: კოპალეიშვილი, ბელთაძე – ესაკია 4, ჩალიშკანი 4, ცირეკიძე 3, ბურკაძე 3, ჩხაიძე 2, ჩოგოვაძე, კაპატაძე

ფოთ: ჯავახია, გრიგოლია, კარბაია – გოგია 5, დარჩია 4, ბჟალავა 4, კობახია 3, რურუა 1, კუპრიევა, ბაირამიდი

წყალტუბო – აჭარა 21-36

აჭ: ქარჩავა, გორგოშაძე – ცივნარიძე 10, ქამაშიძე 8, კომახიძე 7, მჟავანაძე 6, დვალიშვილი 5, კოჩალიძე, სურმავა

წყ: კინწურაშვილი, შალამბერიძე – ხეცურიანი 9, კეკუტია 6, კოხრეიძე 2, ბენდელიანი 2, კიკნაძე 2, სილაგაძე, ლ. ჯანელიძე, ფაილოძე, თ. ჯანელიძე

მსაჯები: შ. სტურუა – თ. ბჟალავა

გაგრძელდება 5 მარტს

 21 თებ.
          სხვ  
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18  
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18  
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13  
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10  
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9  
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6  
  მამული 10     3     0   7 219-267 6  
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0  

Leave a Reply