ჩემპიონთა ლიგის დებიუტი ქართულ ტელესივრცეში
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში 4 მატჩი ფრედ დასრულდა, დაიწყო ქალთა შეჯიბრებაც, ხოლო ხელბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანსლირება ქართულმა სპორტულმა არხმა დაიწყო.
SILK უნივერსალმა შაბათ-კვირას უკვე გადასცა 3 მატჩის რეპორტაჟი და ყველაზე საინტერესო თამაშებს სეზონის ბოლომდე აჩვენებს, რაც სერიოზული გარღვევა უნდა იყოს ხელბურთის პოპულარიზაციისთვის ქვეყანაში.
ქალები. 1 ტური. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/171009-rewind-women-episode-01
კაცები. 4 ტური. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-10-08-rewind-episode-04
კაცთა ტურნირზე 4-4 მოგებით მხოლოდ ორი გუნდი დარჩა – უნგრეთის ვესპრემი და საფრანგეთის მონპელიე, შარშანდელმა ჩემპიონმა, მაკედონიის ვარდარმა პირველი ქულა უნგრეთში, სეგედთან დაკარგა (26-26), გერმანიის ფლენზბურგმა ბოლო წამზე გაუთანაბრა ანგარიში პოლონეთის კელცეს (25-25), კრიზისში მყოფი გერმანიის კილი ბოლომდე ეომა ლიდერს, ვესპრემს, თუმცა, 24-26 მაინც წააგო, ხოლო უნგრული კლუბის ვეტერანმა, ლასლო ნადმა განაცხადა, რომ სანაკრებო ხელბურთს თავს ანებებს და იანვარში, ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს.
ქალთა ლიგას, როგორც ჩანს, ამ სეზონში ორი მთავარი ფავორიტი ეყოლება: 2016 და 2017 წლის ჩემპიონები, რუმინეთის CSM ბუკურეშტი და უნგრეთის დიორი.
ბუქარესტელებმა სამშობლოში დააბრუნეს თავიანთი მთავარი ვარსკვლავი, ქრისტინა ნიაგუ (LB), მის გარდა კი დაიმატეს შვედი ნატალი ჰაგმანი (RW) და ორი ნორვეგიელი, მარიტ ფრაფიორდი (P) და ამანდა კურტოვიჩი (RB, RW). კლუბმა პირველ ტურში შინ გაანადგურა სლოვენიის კრიმი 30-18.
დიორმა 27-16 მოუგო დანიის მიდტიულანდს. უნგრული კლუბი წინა სეზონში დაკომპლექტდა საუკეთესოდ, ლიგის ჩემპიონობაც დაიბრუნა და წლეულსაც ძალიან ძლიერია მიუხედავად იმისა, რომ გამოაკლდა ჰაიდი ლოკე. 35 წლის ნორვეგიელი მეორე შვილის გაჩენის შემდეგ კიდევ ერთხელ დაბრუნა ხელბურთში, ოღონდ თავის პირველ კლუბში, ნორვეგიის სტორჰამარში.
2015 წლის ჩემპიონმა, მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა დაკარგა ორივე მთავარი შემტევი – ნიაგუ და კატარინა ბულატოვიჩი (RB, გადავიდა როსტოვში), თუმცა, პირველ ტურში იოლად მოუგო გერმანიის ჩემპიონ ბიტინგჰაიმს – 32-24. საფრანგეთის ჩემპიონმა მეცმა დაამარცხა ნორვეგიის კრისტიანსანდი (30-22), ხოლო დონის როსტოვის ასევე სერიოზულად დაკომპლექტებულმა გუნდმა 26-24 მოუგო საგრანგეთის ბრესტ-ბრეტონს. .
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი.
4 ტური, 4-8 ოქტომბერი
A ჯგუფი: ბარსელონა 7, ვარდარი 7, რაინ-ნეკარი 6, სეგედი 5, ნანტი 3, ზაგრები 2, ვისლა 1, კრისტიანსტადი 1
სეგედი (უნგ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 26-26
ბუნტიჩი 5, სკუბე 4 – ბოროზანი 8, ცინდრიჩი 7
კრისტიანსტადი (შვდ) – რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) 22-35
გუდმუნდსონი 6 – შმიდი, ტოლბრინგი 7, რადივოევიჩი 5
ბარსელონა (ესპ) – ნანტი (საფ) 31-25
მემი, სიპრჟაკი 6, ნგესანი 5 – ფალუვეგი, ლაგარდი 5
ზაგრები (ხორ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 28-28
მანდალინიჩი 10, ვუგლაცი 7 – დუარტე, მიჰიჩი 5
B ჯგუფი: ვესპრემი 8, პსჟ 6, ფლენზბურგი 5, მეშკოვ ბრესტი 4, კელცე 3, ოლბორგი 2, ცელიე 2, კილი 2
კელცე (პოლ) – ფლენზბურგი (გერ) 25-25
ბელეცკი 6, იანცი 4 – შტაინჰაუზერი 5
ოლბორგი (დან) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 20-23
პარი სენ-ჟერმენი (საფ) – ცელიე (სლნ) 32-27
გენსჰაიმერი, საგოსენი 7, ჰანენი, ნ. კარაბატიჩი 4 – მლაკარი 10
ვესპრემი (უნგ) – კილი (გერ) 26-24
ილიჩი, ლეკაი 5 – ვაინჰოლდი 8
AB: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C ჯგუფი: სკიერნი 6, ველენიე 6, შაფჰაუზენი 4, ელვერუმი 4, ლეონი 2, დინამო ბუკურეშტი 2
შაფჰაუზენი (შვც) – ველენიე (სლნ) 31-28
სკიერნი (დან) – ლეონი (ესპ) 33-25
ელვერუმი (ნორ) – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 40-32
D ჯგუფი: მონპელიე 8, მოტორი 5, ბეშიქთაში 4, სპორტინგი 4, მეტალურგი 3, ჩეხოვსკიე მედვედი 0
სპორტინგი (პორ) – ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 31-30
ბეშიქთაში (თურ) – მონპელიე (საფ) 32-36
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – მეტალურგ სკოპიე (მკდ) 28-28
CD: 1-2 ადგილები მერვედფინალში გასასვლელად ერთმანეთს ეთამაშებიან: C1-D2, D1-C2
5 ტური: 11-15 ოქტომბერი
—
ქალები. ჩემპიონთა ლიგა. პირველი ჯგუფური ეტაპი.
პირველი ტური. 6-8 ოქტომბერი
A ჯგუფი: CSM ბუკურეშტი 2, ნიუკობინგი 2, გდინია 0, კრიმ მერკატორი 0
ნიუკობინგი (დან) – გდინია (პოლ) 27-21
ვესტბერგი 8, პედერსენი 6 – ბორისლავსკა, ზიხი 7
CSM ბუკურეშტი (რუმ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 30-18
ნიაგუ 8, გულდენი 6, ჰაგმანი 4 – ბარიჩი, ცაკალუ 4
B ჯგუფი: დიორი ეტო 2, როსტოვ-დონი 2, ბრესტ-ბრეტონი 0, მიდტიულანდი 0
როსტოვ-დონი (რუს) – ბრესტ-ბრეტონი (საფ) 26-24
მაკეევა 5, ბორშჩენკო, ბულატოვიჩი, ვიახირევა 4 – სტოიკოიჩი 6
დიორი ეტო (უნგ) – მიდტიულანდი (დან) 27-16
გორბიცი 6, ბოდი 4, ბროკი, ხროტი, მორკი 3 – პედერსენი 4
C ჯგუფი: ტიურინგერი 2, ვარდარი 2, ფერენცვაროში 0, ლარვიკი 0
ვარდარი (მკდ) – ფერენცვაროში (უნგ) 34-31
ცვიიჩი, ლეკიჩი 7, ლაკრაბერი, პენეზიჩი 6 – ფალუვეგი 7, სნელდერი, პენია 6
ლარვიკი (ნორ) – ტიურინგერი (გერ) 27-31
ე. კრისტენსენი 7 – ლუზუმოვა 13, შეფკნეხტი 6, იაკუბისოვა 5
D ჯგუფი: ბუდუჩნოსტი 2, მეცი 2, ბიტინგჰაიმი 0, კრისტიანსანდი 0
ბუდუჩნოსტი (მნტ) – ბიტინგჰაიმი (გერ) 32-24
იაუკოვიჩი 9, რაიჩევიჩი 6, მალოვიჩი 5, – კუდლაცი 5
მეცი (საფ) – კრისტიანსანდი (ნორ) 30-22
გროსი 7 უეტი, ზაადი 5, კანორი 4 – ლარსენი 5
1-3 ადგილები ერთმანეთში დაგროვილი ქულებით გადიან მეორე ჯგუფურ ეტაპზე
მეორე ტური: 11-15 ოქტომბერი