ჩემპიონთა ლიგა ორთვიანი შესვენების წინ
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეცხრე ტურში ჩემპიონმა, ვარდარმა ბოლო წამზე მიაღწია ფრეს მანჰაიმში, რაინ-ნეკართან, 21-21 და ერთადერთ წაუგებელ გუნდად რჩება. A და D ჯგუფებს 16-16 ქულით ლიდერობენ ვარდარი და პარი სენ-ჟერმენი. ამ უქმეებზე მეათე ტურია, შემდეგ კი – ორთვიანი შესვენება.
კაცები. 9 ტური. მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-11-26-rewind-episode-09
ვარდარში ბოლო, ქულის მომტანი გოლი სირენასთან ერთდ გაიტანა ივან ჩუპიჩმა. ეს ვარდარის მეორე ფრე იყო სეზონში. საფრანგეთის მონპელიემ, რომელსაც ყველა, 8 მატჩი მოგებული ჰქონდა და სატურნირო ამოცანაც ვადამდე შეესრულებინა, მოულოდნელად შინ წააგო ბეშიქთაშთან 28-33.
C და D ჯგუფები ტურნირს უკვე მომავალ უქმეებზე ასრულებენ, ხოლო თებერვალში 2-2 საუკეთესო გუნდი ჯვარედინად ეთამაშება ერთმანეთს მერვედფინალში გასასვლელად. D ჯგუფში 1-2 ადგილები გაინაღდეს მონპელიემ და მოტორმა. C ჯგუფში დანიის სკიერნმა ორი ვეტერანის, ბიარტე მირჰოლის და კასპერ ზონდეგორის 18 გოლით სტუმრად 31-26 მიგო ესპანეთის ლეონს და 14 ქულით გაინაღდა პლეიოფში გასვლა. შანსები აქვთ ასევე ველენიეს (12), ლეონს (10) და ელვერუმს (10). ბოლო ტურში ველენიე სკიერნში თამაშობს და მინიმუმ ქულა სჭირდება, თავის მხრივ სკიერნსაც უნდა მინიმუმ ფრე, რადგანაც ჯგუფში მეორე ადგილი და მერვედფინალში გასასვლელად მონპელიესთან შეხვედრა დიდი ვერაფერი პერსპექტივაა. ელვერუმი და ლეონი ერთმანეთში თამაშობენ.
A და B ჯგუფებს მომდევნო კვირაში მეათე ტური აქვთ, ბოლო ოთხს კი უკვე თებერვალში ითამაშებენ, იქამდე კი ევროპის 16 საუკეთესო ნაკრების ყველა მოთამაშე მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 12 იანვარს იწყება ხორვატიაში.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2017-18. კაცები, ჯგუფური ეტაპი
9 ტური, 23-26 ნოემბერი
A ჯგუფი: ვარდარი 16 – ნანტი 13, ბარსელონა 12, რაინ-ნეკარი 12, სეგედი 9, კრისტიანსტადი 6 – ვისლა 2, ზაგრები 2
ზაგრები (ხორ) – ბარსელონა (ესპ) 24-32
მარკოვიჩი 6 – მემი, რივერა 7, ტომასი 6
ნანტი (საფ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 32-30
ბურიჩი 7, ტურნა 5, ბალაგერი, გურბინდო 4 – დუარტე 5
კრისტიანსტადი (შვდ) სეგედი (უნგ) 33-32
ლაგერგრენი 12 – ბალოგი 7
რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 21-21
მენსა, პეტერსონი 4 – დიბიროვი 5, რექსაჩი, კრიშტოპანსი 4
B ჯგუფი: პსჟ 16 – ფლენზბურგი 14, ვესპრემი 11, კილი 9, კელცე 8, ცელიე 5 – მეშკოვ ბრესტი 5, ოლბორგი 4
კილი (გერ) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ) 33-23
ვინჩეკი 7, ბილიკი, ვუინი 6, ლ. ნილსონი 4 – კულაკი 5
ოლბორგი (დან) – ვესპრემი (უნგ) 29-26
ცელიე (სლნ) – ფლენზბურგი (გერ) 27-30
კელცე (პოლ) – პარი სენ-ჟერმენი (საფ) 29-30
აგინაგალდე, იურეცკი 5 – გენსჰაიმერი 8, ნ. კარაბატიჩი 7, ჰანსენი 5
AB: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C ჯგუფი: სკიერნი 14, ველენიე 12 – ლეონი 10, ელვერუმი 10, შაფჰაუზენი 6, დინამო ბუკურეშტი 2
ველენიე (სლნ) – შაფჰაუზენი (შვც) 27-21
დინამო ბუკურეშტი (რუმ) – ელვერუმი (ნორ) 33-34
ლეონი (ესპ) – სკიერნი (დან) 26-31
კოსტოია, გარსია, ლოპესი 5 – მირჰოლი 10, ზონდეგორი 8
D ჯგუფი: მონპელიე 16, მოტორი 13 – ბეშიქთაში 7, სპორტინგი 6, მეტალურგი 5, ჩეხოვსკიე მედვედი 5
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – სპორტინგი (პორ) 30-27
მეტალურგ სკოპიე (მკდ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 22-30
მონპელიე (საფ) – ბეშიქთაში (თურ) 28-33
CD: 1-2 ადგილები მერვედფინალში გასასვლელად ერთმანეთს ეთამაშებიან: C1-D2, D1-C2
10 ტური: 29 ნოემბერი – 2 დეკემბერი