ჩემპიონთა ლიგა განახლდა
განახლდა ქალთა სახელბურთო ჩემპიონთა ლიგა. მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაკედონიის ვარდარმა სტუმრად 31-28 მოუგო მონტენეგროს ბუდუჩნოსტს და 9 ქულით ლიდერობს პირველ ჯგუფს, მეორეში 8 ქულა აქვს უნგრეთის დიორს.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს გადმოყვათ პირველ სტადიაზე ერთანეთში ნათამაშები 4-4 მატჩის შედეგი, 11 მარტამდე გაიმართება კიდევ 5 ტური, რის შემდეგაც 4-4 მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვევა. ასე რომ, მეორე ეტაპის პირველი ტური რეალურად მეხუთე იყო.
ლიგის 2012 და 2015 წლების ჩემპიონს, პოდგორიცას ბუდუჩნოტს დააკლდა რამდენიმე ლიდერი, მათ შორის, მილენა რაიჩევიჩი, ხოლო ქრისტინა ნიაგუს 10 გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგანაც მაკედონიური კლუბის ვარკვლავთა კრებული უკეთესი აღმოჩნდა – ანდრეა პენეზიჩმა, ანდრეა ლეკიჩმა და ალექსანდრა ლაკრაბერმა ჯამში ორჯერ მეტი, 20 გაიტანეს. ფრანგულმა მეცმა, რომელმაც პირველ ეტაპზე ერთადერთი მარცხი აგემა ბუდუჩნოსტს, შინ წააგო უნგრეთის ფერენცვაროშთან, 25-28.
მეორე ჯგუფს ლიდერობს მეორე უნგრული კლუბი, 2013-14 წლების ჩემპიონი და წლევანდელი სეზონის მთავარი ფავორიტი, დიორი ეტო. კლუბს შუა სეზონში ორსულობის გამო დააკლდა ნორვეგიის ნაკრების ლიდერი ჰაიდი ლოკე, მაგრამ უმისოდაც უძლიერესი შეადგენლობა ჰყავს და შინ 39-22 გაანადგურა სლოვენიის მერკატორი, ვინც პირველი ეტაპიდან მეორეზე, დიორის მსგავსად, 6 ქულით გადმოვიდა. დანიურ დერბიში მიდტიულანდმა ბევრით მოუგო ესბიერგს, 38-26.
მოქმედ, 2016 წლის ჩემპიონს, რუმინეთის ჩი-ეს-ემ ბუკურეშტის მძიმე ბრძოლა ელის მეოთხედფინალში მოსახვედრად. პირველ ტურში ბელა გულდენმა და მისმა გუნდმა შინ ბოლო წამებზე გადაარჩინა მატჩი ნორვეგიის ლარვიკთან – 26-26.
4-5 თებერვლს ქალებს მეექვსე რაუნდი აქვთ, ხოლო მომდევნო კვირიდან განახლდება კაცთა ტურნირის ჯგუფური სტადიაც. აქ, პლეიოფის 16 მონაწილის გამოსავლენად, 9 ტურია ნათამაშები და 5 – კიდევ სათამაშო.
ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/2017-01-29-rewind-women-episode-07
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი. 5 ტური, 27–29 იანვარი
1 ჯგუფი: ვარდარი 9 ქულა, ფერენცვაროში 7, ბუდუჩნოსტი 6, მეცი 4 – ტიურინგერი 4, ასტრახანოჩკა 0
მეცი (საფ) – ფერენცვაროში (უნგ) 25-28
გროსი 9, ლუსიანო 5 – პენია 7, ჰორნიაკი 5, შაცლი 4
ტიურინგერი (გერ) – ასტრახანოჩკა (რუს) 34-22
ლუზუმოვა 9, შეფკნეხტი 6 – საბიროვა 9
ბუდუჩნოსტი (მნტ) – ვარდარი (მკდ) 28-31
ნიაგუ 10, გრბიჩი, ირმანი 4 – პენეზიჩი 8, ლეკიჩი 7, ლაკრაბერი 5
2 ჯგუფი: დიორი 8, მიდტიულანდი 6, კრიმი 6, ლარვიკი 5 – ბუკურეშტი 3, ესბიერგი 2
ბუკურეშტი (რუმ) – ლარვიკი (ნორ) 26-26
გულდენი 6, ნიომბლა 5, ტორსტენსონი 5 – კურტოვიჩი 7, რიგელჰუტი 5, თ. მორკი 4
დიორი ეტო (უნგ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 39-22
გორბიცი 7, ამორიმი, ბოდი, ხროტი, ნ. მორკი, კნედლიკოვა 4 – მილანოვიჩი 7
მიდტიულანდი (დან) – ესბიერგი (დან) 38-26
იორგენსენი 12, ოსტერგორი 9 – ვან დერ ჰაიდენი 6
6 ტური – 4-5 თებერვალს