ჩემპიონატი დასრულდა, წინ სანაკრებო ტურნეა

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში ჩვიდმეტწლამდელ გოგონებს შორის.  ჩემპიონი ვადამდე გახდა ფოთის ოქროს ვერძი, ხოლო ბოლო დღეს გაირკვა პრიზიორთა ვინაობა – მეორე ადგილზე გავიდა თბილისის ქარიშხალა, მესამეზე – მამული.

ფოთმა მეთექვსმეტე თამაშიც მოიგო – თბილისის მამულთან, 18-16 და ჩემპიონატი მაქსიმალური შედეგით დაასრულა – 32 ქულა. დარეჯან გეფერიძის გუნდი ამ ასაკში ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მამული (მწვ. ჯულია კასიანი) ბოლო დღის წინ მეორე ადგილზე იყო და, წაგების მიუხედავად, ბრინჯაოს მედლები განაღდებული ჰქონდა.

გადამწყვეტი გამოდგა ბოლო მატჩი ქარიშხალასა და აჭარას შორის. ორივე გუნდს 23-23 ქულა ჰქონდა და ქულით ჩამორჩებოდა მამულს – მოგებული ვერცხლის მედლებს იღებდა, დამარცხებული კი უმედლოდ, მეოთხე ადგილზე რჩებოდა. აჭარამ მოიგო პირველი ტაიმი (5-4), მაგრამ შესვენების შემდეგ ქარიშხალამ გარდატეხა თამაში და 16-10 გაიმარჯვა. მწვრთნელ ირმა ცქიტიშვილის გუნდმა პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის მედლები, ხოლო აჭარის გოგონათა გუნდი (მაია შალამბერიძე) წლეულს პირველად გამოვიდა ასაკობრივ ჩემპიონატში და მხოლოდ ერთი, ბოლო ნაბიჯი დააკლდა ვერცხლის მედლებამდე. ამ სეზონში გოგონათა გუნდები შეიქმნა სამტრედიასა და გორშიც, რამაც ჩემპიონატის შემადგენლობა 9 გუნდამდე გაზარდა.  

4 მაისს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები მიემგზავრება ისრაელში ორი ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად, ხოლო აგვისტოში ევროპის ჩემპიონატი აქვს ლიტვაში.  გოგონათა ასაკობრივ ნაკრებებს ევროპულ სარბიელზე დებიუტი 2015 წელს ჰქონდათ, ეს ნაკრები კი უკვე მეორე თაობაა. მასში წარმომადგენლობა 6 სხვადასხვა კლუბს აქვს.

17 წ გოგონათა ნაკრები ისრაელში (4-9 მაისი)

მეკარეები: მარიამ ჩავჩიძე (წყალტუბო), ხატია ჯიქურაშვილი (პეგასი) – მოთამაშები: ნენო ჯგერენაია, მარიამ გვათუა, ნინო სურგულაძე, ლანა გოგია (ფოთი), ანა ჩხაიძე (ქარიშხალა), ნინო შახულოვი (მამული), ანა დოლიძე (აჭარა), ნინო გაგნიძე,  ელისაბედ ჩხაიძე, ანა ქებაძე (პეგასი), ჯულია ჩირგაძე (წყალტუბო) – მწვრთნელები: გელა ჟვანია, ინა ჭკუასელი, გიორგი გვაზავა, ლანა მარგიანი

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 2000-01

მეორე წრის საერთო ტური: 1-3 მაისი, არენა 2

3 მაისი. მამული-ფოთი 16-18, სამტრედია-გორი 30-10, აჭარა-ქარიშხალა 10-16

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, შ. სტურუა, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, გ. ხაჭაპურიძე, გ. გველესიანი, ი. ჭკუასელი

—————-თ–მ–ფ–წ——-ბ—–ქ

ფოთი———16-16–0–0–340-153-32

ქარიშხალა—16-12–1–3–267-158-25

მამული——16-12–0–4–304-177-24

აჭარა———-16-11–1–4–212-168-23

სამტრედია—16–5–2–9–214-234-12

პეგასი———16–4–0-12–177-253–8

ყვარელი——16–3–2-11–127-228–8

წყალტუბო—16–4–0-12–146-209–8

გორი———–16–2–0-14–93-310–4

1 მაისი

მამული-აჭარა 19-23, სამტრედია – პეგასი 25-24, გორი-წყალტუბო 10-0, აჭარა-ყვარელი 18-11, ფოთი-გორი 28-4, სამტრედია-ქარიშხალა 14-22, მამული-წყალტუბო 10-0, ფოთი-ყვარელი 20-7

2 მაისი. ქარიშხალა-ფოთი 14-18, პეგასი-აჭარა 18-21, წყალტუბო-ყვარელი 0-10, პეგასი-ფოთი 9-24, აჭარა-გორი 14-2, ყვარელი-სამტრედია 9-9, ქარიშხალა-წყალტუბო 10-0, პეგასი-წყალტუბო 10-0, მამული-სამტრედია 18-11

სენაკი. 1-3 აპრილი, დასავლეთიფოთი-სამტრედია 21-11, აჭარა-წყალტუბო 12-11, ფოთი- აჭარა 16-7, წყალტუბო – სამტრედია 6-18, აჭარა-სამტრედია 10-7, ფოთი-წყალტუბო 22-10

გლდანი. 1-3 აპრილი, აღმოსავლეთიმამული-გორი 31-8პეგასი-ყვარელი 14-15გორი-ქარიშხალა 4-22

ყვარელი – მამული 4-23, ქარიშხალა – პეგასი 22-7, გორი-ყვარელი 7-17, პეგასი-მამული 10-24, ქარიშხალა-ყვარელი 19-11, პეგასი-გორი 20-7, მამული – ქარიშხალა 18-24 —

პირველი წრე. გლდანი. 28 თებერვალი-3 მარტი, საერთო

28 თებერვალი. მამული – აჭარა 16-8, გორი-წყალტუბო 5-25, სამტრედია – პეგასი 12-7,

აჭარა-ყვარელი 18-12, ფოთი-გორი 32-5

1 მარტი. ქარიშხალა – ფოთი 13-20 მამული-წყალტუბო 24-16, სამტრედია-ქარიშხალა 8-21,

პეგასი-აჭარა 5-13, წყალტუბო-ყვარელი 16-9

2 მარტი. ყვარელი-სამტრედია 15-15, აჭარა-გორი 19-4, პეგასი-ფოთი 7-25

ქარიშხალა-წყალტუბო 19-13, მამული-სამტრედია 22-11

3 მარტი. მამული-ფოთი 15-22, სამტრედია-გორი 17-3, აჭარა-ქარიშხალა 9-9,

ფოთი-ყვარელი 29-7, პეგასი-წყალტუბო 11-15

სენაკი, 15-17 დეკემბერი, დასავლეთი. ფოთი-სამტრედია 18-9, წყალტუბო-აჭარა 7-10; აჭარა-ფოთი 7-9, სამტრედია-წყალტუბო 11-15; აჭარა-სამტრედია 13-6, ფოთი-წყალტუბო 18-12

არენა 1, 3-5 დეკემბერი, აღმოსავლეთი.  ქარიშხალა-პეგასი 20-9, მამული-გორი 32-3; პეგასი-მამული 6-22, გორი-ქარიშხალა 3-13; პეგასი – გორი 10-8, მამული-ქარიშხალა 14-13 (მამული-ყვარელი 10-0, ქარიშხალა – ყვარელი 10-0, პეგასი-ყვარელი 10-0, გორი-ყვარელი 10-0)

Leave a Reply