შემდეგ წრეში დუდელანჟი გავიდა

სახელბურთო კლუბი იმედი თელავი ჩელენჯ კაპის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ორჯერ დამარცხდა ლუქსემბურგში, დუდელანჟთან – 25-32, 13-41.

გუნდებმა., ურთიერთშეთანხმებით, ორივე მატჩი ლუქსემბურგში ითამაშეს, რაც EHF თასისა და ჩელენჯ კაპისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითად წლევანდელი ჩელენჯის თექვსმეტი წყვილიდან 15 ამ ფორმატზე შეთანხმდა და მხოლოდ თურქულმა ესქიშეჰირმა და ნორვეგიულმა არენდალმა გამართეს მატჩები შინ და სტუმრად.   

იმედმა პირველ თამაშში, პარასკევს, სერიოზულად იბრძოლა. დუდელანჟმა პირველი ტაიმი სულ ერთი ბურთით, 14-13 მოიგო და მეტოქე ბოლო 10 წუთშიღა გატეხა, მეორე დღეს, შაბათს კი, მასპინძლებმა ორი მოთამაშე შეცვალეს, თელავის ახალგაზრდულმა გუნდმა კი, როგორც აღმოჩნდა, მთელი ძალა პირველ მატჩს შეალია. დუდელანჟმა პირველი ტაიმი 19-7 მოიგო, მეორეში კი სხვაობა გააორმაგა, შემდეგ წრეში კი სანკტ-პეტერბურგის (რუსეთი) ნევას შეხვდება.  

ამით ქართული კლუბებისთვის 2018-19 წლების ევროსეზონი დასრულდა – მეორე მონაწილე, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები სექტემბერში EHF თასის გათამაშებას გამოეთიშა.

ჩელენჯ კაპზე შაბათს ითამაშა ქართველი ხელბურთელის, ერეკლე არსენაშვილის ბერძნულმა კლუბმა, დიომიდის არგუსმა, რომელიც რუსეთში დამარცხდა სტავროპოლის დინამოსთან – 19-38. ქართველმა ერთი გოლი გაიტანა, მეორე მატჩი კი კვირას გაიმართება.    

ხელბურთი. ჩელენჯ კაპი. პირველი საკვალიფიკაციო წრე

დუდელანჟი, 12 ოქტომბერი

დუდელანჟი (ლუქ) – იმედი თელავი (საქ) 32-25

დუდ: იოვიჩიჩი, ჰერმანი – ვირცი 14, ილიჩი 7, შიჩკოვი 3, ერვაჩანინი 2, მორუშატი 2, ზეკანი 2, დელა სკიავა 1, პაცაკი 1, ანიჩი, ფ, ჰიპერტი, ი. ჰიპერტი, ჰოფმანი, კლოჰე, შუსტერი – მწვ. მალეშევიჩი, ჰოფმანი, ვაგენერი

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ყორიაული 10, დოლმაზაშვილი 5, მიქავა 5, ბაინაზიშვილი 2, აბჟანდაძე 1, ზ. იობაშვილი 1, მაისაშვილი 1, ცისკარიშვილი, გიორგაძე, გავაშელიშვილი, ბერაძე, კორსანტია – მწვ. მეტრეველი, შარანგია, სამადაშვილი, სვიმონიშვილი

დუდელანჟი, 13 ოქტომბერი

იმედი თელავი (საქ) – დუდელანჟი (ლუქ) 13-41

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – მიქავა 3, ყორიაული 3, დოლმაზაშვილი 2, ბაინაზიშვილი 2, ცისკარიშვილი 2, გავაშელიშვილი 1, აბჟანდაძე, ზ. იობაშვილი, მაისაშვილი, გიორგაძე, ბერაძე, კორსანტია

დუდ: იოვიჩიჩი, ჰერმანი – დელა სკიავა 9, ეტუტი 6, ილიჩი 6, ზეკანი 6, ვირცი 4, ანიჩი 2, ბეისაკი 2, ერვაჩანინი 2, ი. ჰიპერტი 1, ჰოფმანი 1, მორუშატი 1, შუსტერი 1, ფ. ჰიპერტი, შიჩკოვი

მსაჯები: იან კარმო, ჟულიენ მურში (საფ) დელეგატი: მანუელ კონსეისაო (პორ)

Leave a Reply