შავი ზღვის ბიჭების რევანში
მეცამეტე ტურს ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ცვლილებები არ შეუტანია: 22-22 ქულით ლიდერობენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და ქუთაისი, მათ ქულით ჩამორჩება სტუ-ქარიშხალა. ხვალ სპორტკომპლექს არენაში მეორე წრე სრულდება. მთავარი მატჩებია ქუთაისი – იმედი თელავი და ბათუმი-სტუ/ქარიშხალა.
თელავის იმედმა 35-22 მოუგო წყალტუბოს, 2 ქულით გაუსწრო ფინალური ოთხეულისთვის ბრძოლაში კონკურენტს, პეგასს და ამ პოზიციას მინიმუმ კიდევ ერთი ტურის განმავლობაში შეინარჩუნებს. ქუთაისს აკლდა ერთი მატჩით დისკვალიფიცირებული სიმონია, თუმცა, გუნდმა უპრობლემოდ დამარცხა გორი, 42-35. სტუ-ქარიშხალამ მოუგო სამტრედიას, 41-34.
ქვეყნის ჩემპიონმა, ბათუმმა პირველ წრეში წაგებისთვის დამაჯერებელი რევანში აუღო პეგასს, 36-24. თბილისელთა ლიდერი, გიორგი ცხოვრებაძე, პირველივე წუთებიდაან პერსონალური მეურვეობის ქვეშ მოჰყვა და გუნდმა თამაში ვეღარც დაალაგა – ტაიმი 6-17 წააგო, ხოლო საბოლოო ჯამში პეგასიდან გოლები სულ ოთხმა ხელბურთელმა გაიტანა. ბათუმში გამოირჩნენ აბრამიშვილი 11 გოლით, მეკარე ანდრიაძე 3 მოგერიებული შვიდმეტრიანით და თამაშში კარგად ჩართული სურმავა, თუმცა, არასპორტული საქციელისთვის წითელი ბარათი მიიღო გრიშიკაშვილმა, რომელიც ხვალ პრინციპულ მატჩს გამოტოვებს სტუ-ქარიშხალასთან.
თამაშების ცოცხლად ხილვა შეგიძლიათ ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა
13 ტური. არენა 2, 15 მარტი
წყალტუბო – იმედი თელავი 22-35
წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 11, შვანგირაძე 6, გოგიძე 2, ჩაკვეტაძე 1, დარსაველიძე 1, ბაბუნაშვილი 1, ბენიძე, მ. გველესიანი
იმ: ხარაიშვილი 1, ლორია – ყორიაული 9, ცხვარაშვილი 7, მიქავა 5, დოლმაზაშვილი 4, აბჟანდაძე 3, ბაინაზიშვილი 2, გოგუა 2, ბაჯალაძე 2, ცისკარიშვილი, კორსანტია, ერისთავი, იობაშვილი
გორი – ქუთაისი 35-42
გორ: ვათიაშვილი – ზუბიაშვილი 13, გაგლოშვილი 7, ტიელიძე 7, ახალბედაშვილი 3, ნიაზაშვილი 2, ტ. მჭედლიშვილი 1, იაშვილი 1, მურადაშვილი 1, დალაქიშვილი
ქუთ: ტორონჯაძე – გამზარდია 10, მათნაძე 8, რუსტამოვი 7, ჭელიძე 5, ჩიხლაძე 4, ჯუღელი 3, მერკვილაძე 2, ალანია 2, ლომიძე 1, უ. კობახიძე
სამტრედია – სტუ-ქარიშხალა 34-41
სამ: შველიძე – ხაჟომია 12, ზურაბიანი 7, ნიკურაძე 6, სხვიტარიძე 5, ძნელაძე 3, თევზაძე 1, დემეტრაშვილი
სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – გ. ფერაძე 8, მამულაშვილი 6, ჯორბენაძე 6, კობახიძე 5, ბულბულაშვილი 5, სტურუა 3, თიგიშვილი 3, არსენაშვილი 2, ოსიყმაშვილი 1, ასაბაშვილი 1, კარტოზია 1
პეგასი – BSB ბათუმი 24-36
პეგ: ი. დიხამინჯია – გ. დიხამინჯია 10, გოგავა 6, ცხოვრებაძე 5, ლაპიაშვილი 3, კუხალაშვილი, ბაძაღუა, კაჭკაჭაშვილი, ზარნაძე, ნ. კევლიშვილი
ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – აბრამიშვილი 11, გოგოლაძე 6, გრიშიკაშვილი 6, ქარდავა 4, გოგალაძე 3, წივწივაძე 2, კობახიძე 2, სურმავა 2, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი
მსაჯები: რ. პერეპელიცა-ა.ნოვიკოვი (უკრ), ა. კოვალჩუკი-ი. კოვალჩუკი (მლდ)
დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი
———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ
BSB ბათუმი——–13–11—0—2–489-374-22
ქუთაისი————13–11—0—2–489-421-22
სტუ-ქარიშხალა—-13–10—1—2–460-376-21
იმედი თელავი—–13—7—1—5–399-351-15
პეგასი—————13—6—1—6–475-432-13
სამტრედია———13—3—0–10–425-485–6
გორი—————-13—1—1–11–459-528–3
წყალტუბო———13—1—0–12–384-613–2
4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში
14 ტური, 16 მარტი
11:30 წყალტუბო – გორი
13:15 სამტრედია – პეგასი
15:00 ქუთაისი – იმედი თელავი
16:45 BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა
15-17 ტურები, დასავლეთი: 1-3 აპრილი, ქუთაისი
15-17 ტურები, აღმოსავლეთი: 4-6 აპრილი, თბილისი
18-21 ტურები, საერთო: 24-27 აპრილი, თბილისი
ფინალური ოთხეული: 8-9 მაისი, თბილისი