ყვარლელთა მეორე მოგება
სპორტკომპლექს არენაში, ხელბურთელ ქალთა ეროვნული ჩემპიონატზე. მეორე გამარჯვება მოიპოვა ყვარლის გუნდმა, რომელმაც დაამარცხა თბილისის მამული, 32-29. ორშაბათს თამაშობენ მამული და პეგასი.
ყვარლელთა შორის კვლავ საუკეთესო იყო გათამაშებელი თინათინ ქიტესაშვილი, რომელმაც ორ მატჩში 29 გოლი გაიტანა. მამულმა თამაშის ბოლოს ორ ბურთამდეც შეამცირა სხვაობა, თუმცა, მეტი ვეღარ მოახერხა.
ქალთა ჩემპიონატში 6 კლუბი თამაშობს. დასავლეთ საქართველოს სამი – წყალტუბო, აჭარა და ფოთის ოქროს ვერძი ბრძოლაში დეკემბრის ბოლოს ჩაერთვება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ჩემპიონატს ფინალური ოთხეული დაასრულებს.
ხელბურთი. ქალთა ეროვნული ჩემპიონატი 2016-17
11 დეკემბერი, არენა 1
მამული – ყვარელი 29-32
მამ: ვარდიშვილი, ნაკაშიძე – ყველაშვილი 10, ჯავახიშვილი 8, შახულოვი 4, იაშვილი 4, დანელია 2, წერეთელი 1, ფხიკიძე, ბლიაძე, ავსაჯანიშვილი, ბერიკაშვილი, ჩუხუტურიანი, გორჯოლაძე – მწვ. კასიანი
ყვ: გუბელაძე – ქიტესაშვილი 15, თეთრაშვილი 8, კუპატაძე 4, კუნელაშვილი 3, ფუღიაშვილი 2, ს. იორდანიშვილი, კორახაშვილი – მწვ. ხარებაშვილი, ღონიაშვილი
მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, შ. სტურუა
10 დეკემბერი. ყვარელი – პეგასი 31-21
11 დეკემბერი, 16:00 პეგასი – მამული
წყალტუბო, ფოთი, აჭარა პირველ ტურს ითამაშებენ 24-26 დეკემბერს