ყვარელმა მეორე ადგილი შეინარჩუნა  

საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ხელბურთში, აჭარის გუნდი ხელვაჩაურის არენაზე დამარცხდა ყვარელთან 26-31. უმაღლესი ლიგის ტურნირი 2020 წლის იანვარში განახლდება.

  მოგების შემთხვევაში მასპინძლები მეორე ადგილზე გადადოდნენ და აჭარელებმა საკმაო წინააღმდეგობაც გაუწიეს ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონსა და ბოლო გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორს. შესვენებაზე ყვარელი მხოლოდ 1 ბურთით იყო წინ, (14-13), თითქმის მთელი მეორე ნახევარი კი სხვაობა 2-3 ბურთი იყო. ასე გაგრძელდა ბოლო წუთებამდე, როდესაც ყვარლელების უპირატესობა გამოიკვეთა – 31-26. გამარჯვებულ გუნდში 9-9 გოლი გაიტანეს გამთამაშებელმა თინათინ ქიტესაშვილმა და მარჯვენაფლანგელმა მარიამ თავღორიშვილმა, ხოლო მასპინძელთა შორის საუკეთესო იყო ხაზის მოთამაშე მარიამ დვალიშვილი – 13 გოლი.

სამწუხაროდ, სამტრედიის გუნდი დღესაც არ გამოცხადდა თამაშზე და 0-10 ჩაეწერა თბილისის მამულთან.

უმაღლესი ლიგის რვავე გუნდს 5-5 მატჩი აქვს გამართული. 10 ქულით ლიდერობს თბილისის ქარიშხალა, შემდეგ 8 ქულით მოდის ყვარელი, 5-5 აქვთ აჭარის გუნდსა და ფოთის ოქრო ვერძს, 4 – მამულს, 2- პეგასს.

პირველი წრის დარჩენილი 8 მატჩი 2020 წლის დასაწყისში გაიმართება.  სულ გუნდები ორ წრედ ითამაშებენ, 4 საუკეთესო კი საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე:

https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos 

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 29 ნოემბერი, ხელვაჩაური

აჭარა – ყვარელი 26-31

აჭ: ქარჩავა, გორგოშიძე – დვალიშვილი 13, კომახიძე 7, ქამაშიძე 3, კოჩალიძე 3, ცივნარიძე, გაგნიძე, აბულაძე

ყვ: ამონაშვილი – თავღორაშვილი 9, ქიტესაშვილი 9, აფციაური 5, სურამლიშვილი 5, მ. ტეტოშვილი 2, სმოიანი 1, იოსებაშვილი, ქოჩორაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი – თ. ბჟალავა, დელეგატი: ლ. მარგიანი

სამტრედია – მამული 0-10

 29 ნოემ.
      სხვ  
  ქარიშხალა 5   5   0   0 141-118 10  
  ყვარელი 5   4   0   1 150-109 8  
  სამტრედია 5   3   0   2 79-77
6  
  აჭარა
5   2   1   2 115-96 5  
  ფოთი 5   2   1   2 96-81 5  
  მამული 5   2   0   3 112-124 4  
  პეგასი 5   1   0   4 106-134 2  
  წყალტუბო 5   0   0   5 69-129 0  

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი წრის ბოლომდე:

ქარიშხალა – სამტრედია, პეგასი – აჭარა

პეგასი – სამტრედია, ქარიშხალა – აჭარა

ფოთი – ყვარელი, წყალტუბო – მამული

ფოთი – მამული, წყალტუბო – ყვარელი

Leave a Reply