ყვარელი – ფოთი, ქარიშხალა – სამტრედია

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის ნახევარფინალში, 22 მაისს, ითამაშებენ: ყვარელი – ფოთი, ქარიშხალა – სამტრედია. დღეს რეგულარული სეზონის ბოლო ტური ასე დასრულდა: სამტრედია – ქარიშხალა 32-37, ფოთი – ყვარელი 24-28, აჭარა – მამული 29-25, წყალტუბო – პეგასი 17-16. 

ქარიშხალამ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა სამტრედიას და მეორე ადგილი გაინაღდა. პირველობა დაბევებული ჰქონდა ყვარლის გუნდს, ხოლო ფოთის ოქროს ვერძი ქულის აღების შემთხვევაში მესამეზე გადაინაცვლებდა და ყვარელთან ნახევარფინალს აიცილებდა თავიდან. ფოთი-ყვარლის პირველი ტაიმის შუაში ყვარლელთა მწვრთნელებმა მოედანზე მეორე შემადგენლობა დააყენეს და საპასუხოდ, ასევე მოიქცნენ ფოთელები. ყვარელმა 28-24 მოიგო, ფოთი სამტრედიასთან პირადი წაგების გამო მეოთხე ადგილზე დარჩა და ნახევარფინალებიც ასე დაკომპლექტდა: ყვარელი – ფოთი, ქარიშხალა სამტრედია.

აჭარამ, რომელმაც გუშინ, პეგასთნ წაგებით დაკარგა ოთხეულში მოხვედრის შანსი, 29-25 დაამარცხა მამული და 6 ქულა დააგროვა. მათი დაწევა და პირადი მოგებით გადასწრება შეეძლო პეგასს, მაგრამ წყალტუბოსთან 16-17 დამარცხდა და მეექვსე ადგლზე დარჩა. მეშვიდეა მამული, მერვე – წყალტუბო.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ქალები, უმაღლესი ლიგა. არენა 2, 11 აპრილი

სამტრედია – ქარიშხალა 32-37

სამ: კოპალეიშვილი – ბურკაძე 9, ესაკია 8, ტყეშელაშვილი 7, ფოცხვერია 3, ჩხაიძე 2, რუსია 1, კარტოზია 1, ცირეკიძე 1, ჩოგოვაძე

ქარ: არაბაჯევი – ა. ჩხაიძე 14, ქ. ცინცაძე 9, მ. ცინცაძე 8, ი. ჩხაიძე 3, ციცქიშვილი 2, ხმელაძე 1, კირვალიძე, ბიძინაშვილი, რაზმაძე, კვეკვესკირი, თათარაშვილი

ფოთი – ყვარელი 24-28

ფოთ: ჯავახია, ფიფია – კუპრიევა 7, კობახია 6, თ. რურუა 4, ჯგერენაია 3, ნ. რურუა 2, ბაირამიდი 2, გოგია, ბჟალავა, სურგულაძე

ყვ: ამონაშვილი – სურამლიშვილი 5, სმოიანი 4, თეთრაშვილი 3, ქიტესაშვილი 3, მიხელიძე 3, აფციაური 3, ტეტოშვილი  2, თავღორიშვილი 2, ფუღიაშვილი 1, იოსებაშვილი 1, კოკორაშვილი 1

აჭარა – მამული 29-25

აჭ: ქარჩავა – დვალიშვილი 11, კომახიძე 9, ქამაშიძე 4, კოჩალიძე 2, აიოზბა 2,  ცივნარიძე 1, საფარიძე

მამ: გორჯოლაძე 1 – შახულოვი 8, იაშვილი 6, ველიჯანაშვილი 4, ქობალია 2,  ჩუხატურიანი 2, მურჯიკნელი 1, ბერიკაშვილი 1

წყალტუბო – პეგასი 17-16

წყ: ჩავჩიძე – დარსაველიძე 7, ლაღაძე 4, ფანცხავა 2, ხეცურიანი 2, კეკუტია 1, ბენდელიანი 1

პეგ: ჯიქურაშვილი – საბაშვილი 5, ჩხაიძე 5, ლუკავა 3, კორძაია 2, ქებაძე 1, ნეფარიძე, სვანიძე, პაპუაშვილი, დადვანი

მსაჯები: თ. კევლიშვილი, ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, ზ. აბრამიშვილი

საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 7     7   0   0 260-208 14  
ქარიშხალა 7     6   0   1 283-218 12  
სამტრედია ^ 7     4   0   3 177-161 8  
ფოთი 7     4   0   3 163-147 8  
აჭარა 7     3   0   4 170-177 6  
პეგასი 7     2   0   4 206-224 4  
მამული 7     1   0   6 198-254 2  
წყალტუბო 7     1   0   6 134-202 2  

 

 

 

 

 

 

 

 

ნახევარფინალი, 22 მაისი

ყვარელი – ფოთი

ქარიშხალა – სამტრედია

ფინალი და მატჩი 3 ადგილისთვის: 23 მაისი

Leave a Reply