ყვარელი და ქარიშხალა წინ გავიდნენ  

გლდანის ხელბურთის აკადემიაში, ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე დღეს ყვარელმა 38-27 მოუგო მამულს, ქარიშხალამ 29-25 დაამარცხა პეგასი. ტურნირი ხვალ გაგრძელდება. 

ქვეყნის 2917 წლის ჩემპიონმა ყვარელმა ტაიმი 22-9 მოუგო მამულს, მეორეში კი 2 ბურთით დამარცხდა, 16-18. ეროვნული ნაკრების წვრმა თინა ქიტესაშვილმა 17 გოლი გაიტანა, ბოლო ბურთი კი პირდაპირ ცხრამეტრიანიდან გაიტანა ანა სურამლიშვილმა – 38-27.  

ბევრად უფრო დაძაბული იყო 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულის, ქარიშხალას მატჩი 2016 წლის ჩემპიონ პეგასთან. ქარიშხალამ ტაიმი 15-13 მოიგო და მეორე ნახევარში 5 ბურთითაც დაწინაურდა, მაგრამ პეგასმა ბოლომდე იბრძოლა. დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე ლიზა ჩხაიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და რომ გაეტანა, ანგარიშს ათანაბრებდა. ამის შემდეგ ქარიშხალამ კიდევ სამჯერ შეაგდო და 29-25 მოიგო.

პარასკევს გლდანში ლიდერთა მატჩია: ყვარელი – ქარიშხალა. დასაწყისი 16 საათზე. ამის შემდეგ ითამაშებენ პეგასი და მამული.  30 ოქტომბრიდან სენაკში ჩემპიონატს დაიწყებს დასავლეთ საქართველოს ოთხეული: 2019 წლის ჩემპიონი ფოთის ოქროს ვერძი, აჭარა, სამტრედია და წყალტუბოს პრომეთე. სულ 8 გუნდი ორ წრედ ითამაშებს, ხოლო 4 საუკეთესო ჩემპონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს.  

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 24 ოქტომბერი, გლდანი

მამული – ყვარელი 27-38

მამ: გორჯოლაძე – ველიჯანაშვილი 12, მაჭარაშვილი 5, ჩუხატურიანი 4, იაშვილი 3, თ. კუბლაშვილი 2, ე. ბერიკაშვილი 1, მურჯიკნელი, ქ. კუბლაშვილი, ბერიძე,  ჯოხაძე, ქობალია

ყვ: ამონაშვილი – ქიტესაშვილი 17, თეთრაშვილი 7, თავღორიშვილი 5, სმოიანი 3, სურამლიშვილი 3, აფციაური 1, მ. ტეტოშვილი 1, იოსებაშვილი 1

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

ქარიშხალა – პეგასი 29-25

ქარ: არაბაჯევი (ჩხეტიანი) – ქ. ცინცაძე 7, ი. ჩხაიძე 7, ა. ჩხაიძე 6, მ. ცინცაძე 5, კირვალიძე 2, ხმელაძე 2, ბიძინაშვილი, კვეკვესკირი, დევდარიანი, ქარჩავა, რაზმაძე, დოღაძე, სოლოღაშვილი

პეგ: ჯიქურაშვილი (გაზდელიანი, ახვლედიანი) –  ე. ჩხაიძე 9, საბაშვილი 7, კორძაია 5, სვანიძე 2, ქებაძე 1, ტარტარაშვილი 1, ქ. მაკარაშვილი, პაპუაშვილი, დადვანი, ხაჭაურიძე, ე. მაკარაშვილი

მსაჯები: თ. ბჟალავა – გ. გველესიანი

—————-თ—მ—ფ—წ——-ბ—–ქ

ყვარელი——-2—2—0—0—79-51—4

ქარიშხალა—–2—2—0—0—63-54—4

პეგასი———-2—0—0—2—49-70—0

მამული——–2—0—0—2—56-72—0

———————————————-

სამტრედია—-0—0—0—0—- 0-0—-0

ფოთი———-0—0—0—0—–0-0—-0

წყალტუბო—-0—0—0—0—–0-0—-0

აჭარა———–0—0—0—0—–0-0—-0

25 ოქტომბერი, გლდანი

16:00 ყვარელი – ქარიშხალა

17:45 პეგასი – მამული

30 ოქტომბერი, სენაკი

ფოთი – წყალტუბო

სამტრედია – აჭარა

1 ნოემბერი, სენაკი

აჭარა – ფოთი

წყალტუბო – სამტრედია

2 ნოემბერი, სენაკი

ფოთი – სამტრედია

აჭარა – წყალტუბო

გაგრძელდება 14 ნოემბერს

Leave a Reply