ყვარელი დაწინაურდა
საქართველოს ქალთა ჩემპიონატს ხელბურთში ლიდერობს ყვარლის გუნდი – 3 თამაშიდან 6 ქულა. 4-4 ქულა აქვთ ქარიშხალას, ფოთს, სამტრედიას და აჭარას. შეჯიბრება უკვე 2019 წელს განახლდება.
დღეს, სპორტკომპლექს არენაში, ყვარელმა ზედიზედ მესამე თბილისური გუნდი დაამარცხა: ამჯერად – პეგასი, 41-33. ქვეყნის ჩემპიონმა, ქარიშხალამ მოუგო მამულს, 48-37.
ახლა საერთო ტურში ერთმანეთში უნდა ითამაშონ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდებმა. საბოლოოდ, 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს.
დეკემბერში საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივ ჩემპიონატში თამაშს გააგრძელებს თბილისის ოლიმპია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბების ნაკრებს წარმოადგენს. 8-9 დეკემბერს ჩვენებს ორი გასვლა აქვთ ბაქოში, ყარაბაღთან, ხოლო 20-21 დეკემბერს თბილისში მივიღებთ განჯლარ ბირლიის.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19
ქალები, უმაღლესი ლიგა. 1 დეკემბერი, არენა 2
ყვარელი – პეგასი 41-33
ყვ: ამონაშვილი – ქიტესაშვილი 20, თეთრაშვილი 8, სურამლიშვილი 5, ფუღიაშვილი 4, მ. ტეტოშვილი 2, თავღორიშვილი 2, სმოიანი, დ. ტეტოშვილი, აფციაური, კოკორაშვილი
პეგ: ჩაჩუა, ახვლედიანი, გაზდელიანი – ჩხაიძე 19, სვანიძე 6, პაპუაშვილი 4, ქებაძე 4, ტარტარაშვილი, კორძაია, ექსეულიძე, ქ. მაკარაშვილი, ე. მაკარაშვილი
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი
ქარიშხალა – მამული 48-37
ქარ: არაბაჯევი, მუმლაძე – ა. ჩხაიძე 14, ქ. ცინცაძე 9, მ. ცინცაძე 7, ხმელაძე 6, ციცქიშვილი 6, ი. ჩხაიძე 5, რაზმაძე 1, შერგელაშვილი, თათარაშვილი, დოღაძე, კაკაბაძე
მამ: გორგიძე, გორჯოლაძე – შახულოვი 14, იაშვილი 7, ბერიკაშვილი 6, დანელია 5, ჩუხატურიანი 5, ქობალია, ჯოხაძე, მურჯიკნელი, მაჩაბელი
მსაჯები: ი. ჭკუასელი – ზ. აბრამიშვილი
——————თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ
ყვარელი——-3—3—0—0–129-102–6
ქარიშხალა—–3—2—0—1–126-113–4
ფოთი———–3—2—0—1—61-50—4
სამტრედია—–3—2—0—1—55-48—4
აჭარა————3—2—0—1—54-47—4
პეგასი———-3—1—0—2–112-121–2
წყალტუბო—–3—0—0—3—45-70—0
მამული———3—0—0—3–108-139–0
განახლდება 2019 წელს. 4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში