ქუთაისმა ნავსი გატეხა

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ქუთაისის სახელბურთო კლუბმა 36-23 მოუგო ქვეყნის ჩემპიონს, თელავის იმედს და მეტოქეს დაეწია. ორივე გუნდს 31-31 ქულა აქვს, 33 ქულით კი ლიდერობს ბათუმის შავი ზღვის ბიჭები. რეგულარული ტურნირის დასრულებამდე 2 დღე დარჩა. 

იმედს ქუთაისი წლეულს ორჯერ ჰყავდა დამარცხებული და ერთხელაც – შარშანდელი ჩემპიონატის ბოლო ტურში, დღეს კი ქუთაისმა ნავსი გატეხა. თელაველებს დასაწყისშივე დაუშავდათ ერთ-ერთი ლიდერი, გივი გიორგაძე, რომელმაც მხარი ამოიგდო და ჩემპიონატის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

მწვრთნელ ალექსანდრე ბოყოჩაძის გუნდი უფრო მრავალფეროვნად უტევდა და პირველივე ტაიმში შეიქმნა საგრძნობი უპირატესობა (16-9), თუმცა, იმედმა შესვენებამდე სხვაობა შეამცირა – 13-17. მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი და უჩა გამზარდიამ რამდენჯერმე ინდივიდუალურად გაარღვია მეტოქის დაცვა, სხვაობამ ისევ ზრდა იწყო და როდესაც ათ ბურთს მიაღწია (30-20), იმედის მწვრთნელმა მერაბ მეტრეველმა მოედანზე მეორე შემადგენლობა გამოიყვანა. ქუთაისმა 36-23 მოიგო და თელავს დაეწია.

ბათუმმა 48-32 დაამარცხა სტუ-ქარიშხალა და ისევ ერთპიროვნულად დაწინაურდა. გორმა 42-38 მოუგო სამტრედიას, ხოლო პეგასმა 38-24 სძლია წყალტუბოს პრომეთეს და მეოთხე ადგილი და ნახევარფინალში თამაშის უფლება ოფიციალურად გაინაღდა.

ხუთშაბათს მომავალი ფინალური ოთხეულის მონაწილეთაგან ერთმანეთში თამაშობენ ქუთაისი და პეგასი, ხოლო სამწრიან ტურნირს პარასკევს დაასრულებს ბათუმ-თელავის მატჩი. 4 მაისს ნახევარფინალებია, 5 მაისს – ფინალი საქართველოს 2018 წლის ჩემპიონობისთვის. 

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

17-20 აპრილი. მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები, არენა 2

18 აპრილი. სტუ-ქარიშხალა – BSB ბათუმი 32-48

სტუ: ხიდეშელი – გურასპაული 7, ხანდოლიშვილი 6, თიგიშვილი 6, მამულაშვილი 5, ჩიკვილაძე 4, ბარკალაია 4

ბათ: ტორონჯაძე – თევზაძე 10, ხაჟომია 9, გოგოლაძე 8, სურმავა 7, აბრამიშვილი 6, მჟავანაძე 3, ტალახაძე 2, ბერძენიშვილი 2, წივწივაძე 1

მსაჯები: ნიკა კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი

გორი – სამტრედია 42-38

გორ: თითირაშვილი, ვათიაშვილი – ანტონოვიჩი 11, დალაქიშვილი 11, გაგლოშვილი 8, ტიელიძე 5, ნიაზაშვილი 3, ზუბიაშვილი 2, ოსეფაშვილი 1, შემშენოვი 1, ზოზიაშვილი

სამ: შველიძე – ძნელაძე 16, ადამია 8, გაგუა 7, ხომერიკი 3, თევზაძე 2, ხელისუფალი 2, მანაგაძე, ქავზინაძე, ნადირაძე

მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვ – ვალერი როჟკოვ (უკრ)

ქუთაისი – იმედი თელავი 36-23

ქუთ: ანდრიაძე – გამზარდია 8, მერკვილაძე 5, კბილაშვილი 5, სიმონია 5, რუსტამოვი 4, ფერაძე 3, გრიშიკაშვილი 3, გოგალაძე 3, კობახიძე, ჭელიძე

თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ყორიაული 4, ბაინაზიშვილი 3, აბჟანდაძე 3, მიქავა 3, ცისკარიშვილი 2, იობაშვილი 2, გიორგაძე 1, ალანია 1, ერისთავი 1, დოლმაზაშვილი 1, გავაშელიშვილი 1, კორსანტია 1, ბერაძე, გულდედავა 

მსაჯები: სიარჰეი კულიკ – ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ)

წყალტუბო – პეგასი 24-38

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ჯიმშელეიშვილი 9, მ. გველესიანი 5, ხელაძე 4, გიორგაძე 3, გელა გველესიანი 2, შვანგირაძე 1, კახაია, ნიჟარაძე     

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, ცირეკიძე – ლაპიაშვილი 9, ბაძაღუა 6, ზარნაძე 6, ქათამაძე 5, კუხალაშვილი 5, გვაზავა 3, დ. ჟვანია 2, ჭანტურია 1, კალანდაძე 1, კაკაბაძე, შუბითიძე

მსაჯები: ინა ჭკუასელი – თამაზ კევლიშვილი

————————-თ—მ—ფ—წ——-ბ——–ქ

BSB ბათუმი——–19–15—3—1–708-535–33

ქუთაისი————19–15—1—3–702-546–31

იმედი თელავი—-19–15—1—3–649-538–31

პეგასი—————19–11—1—7–688-637–23

გორი—————-19—9—0—10–647-698–18

სტუ-ქარიშხალა—19—5—0–14–592-642—10

წყალტუბო———19—2—0–17–546-720—4

სამტრედია———19—1—0–18–509-725—2

19 აპრილი

12:00 BSB ბათუმი – გორი

14:00 იმედი თელავი – წყალტუბო

16:00 ქუთაისი – პეგასი

18:00 სტუ-ქარიშხალა – სამტრედია

20 აპრილი

12:00 ქუთაისი – სტუ-ქარიშხალა

14:00 სამტრედია – პეგასი

16:00 BSB ბათუმი – იმედი თელავი

18:00 გორი – წყალტუბო

ფინალური ოთხეული

4 მაისი: ნახევარფინალი, 5 მაისი: ფინალი

Leave a Reply