ქუთაისმა მეორე ადგილი შეინარჩუნა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბათუმის “შავი ზღვის ბიჭებმა“ 37-25 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს, ქუთაისმა კი 37-34 დაამარცხა სტუ-იმედი. ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ხვალ მორიგი ორი მატჩია.
ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა მეცამეტე მატჩში მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვა. სპორტის უნივერსიტეტი მხოლოდ დასაწყისში გაუძალიანდა ლიდერს: მეათე წუთზე ბათუმი მხოლოდ ერთი ბურთით იგებდა (7-6), მაგრამ ამის შემდეგ, შესვენებამდე, სხვაობა თერთმეტამდე გაზარდა – 24-13.
მეორეში სტუდენტები ბევრით აღარ ჩამორჩნენ ბათუმელებს და სხვაობა იმაზე ნაკლები გამოვიდა, ვიდრე ამავე გუნდების პირველი წრის მატჩში – ბათუმმა მაშინ 45-28 მოიგო, დღეს – 37-25. ბათუმი 24 ქულით ლიდერია, სპორტუნმა მეხუთე ადგილი შეინარჩუნა. მოგებულ გუნდში ყველაზე მეტი, 8 გოლი ხაზის მოთამაშე გიორგი მიქავამ გაიტანა, სტუდენტებს შორისაც ამ ამპლუის მოთამაშე, ირაკლი ჩაკვეტაძე იყო ყველაზე შედეგიანი – 7 გოლი.
უფრო საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი ცხრილში მეორე-მესამე ადგილზე მყოფ გუნდებს შორის. სტუ-იმედმა პირველ წრეში ქუთაისში დაამარცხა მეტოქე (40-38) და დღეს მოგების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადაინაცვლებდა.
ქუთაისი თავიდანვე დაწინაურდა (4-1), მაგრამ ტრავმა მიიღო მათმა გამთამაშებელმა უჩა გამზარდიამ და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – 3-4. მალე, ხუთბურთიანი, ჩამორჩენის შემდეგ (4-9), იმედის მწვრთნელ ირაკლი კეკელიძეს წუთშესვენების აღება მოუხდა. სხვაობა ორამდე დავიდა (9-11), რის შემდეგაც ტაიმაუტი უკვე ალექსანდრე ბოყოჩაძეს დასჭირდა.
მთელი ბრძოლა თითქოს წინ იყო, მგრამ მე-19 წუთზე წითელი ბარათი მიიღო იმედის მოთამაშემ, მეთოდე ჭელიძემ, ქუთაისი სწრაფად დაწინაურდა და შესვენებამდე სხვაობა გაიზარდა: 21-11.
საქმე გაკეთებული იყო, მეორე ნახევარში მოედანს დაუბრუნდა გამზარდიაც, იმედმა საქმე ნელ-ნელა გამოასწორა, მაგრამ ქუთაისელთა მოგება ეჭვქვეშ არ დამდგარა. საბოლოოდ, სახელბურთო კლუბმა ქუთაისმა მოიგო იმაზე მეტით, ვიდრე პირველ წრეში დამარცხდა (37-34), მეტოქეს 4 ქულით გადაასწრო და მეორე ადგილზე მტკიცედ დამკვიდრდა. 7-ტ გოლი გაიტანეს ქუთაისელმა უკანახაზელებმა, სტურუამ, გამზარდიამ და ფერაძემ, წაგებულ გუნდში ცხრაჯერ გამოიჩინა თავი დავით ყორიაულმა.
ხვალ ოლიმპიურ სასახლეში 16 საათზე ქუთაისი სპორტის უნივესრიტეტს შეხვდება, ხოლო 18 საათზე „შავი ზღვის ბიჭები“ – სტუ-იმედს.
ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
კაცები, უმაღლესი ლიგა. 3 მარტი, ოლიმპიური სასახლე
სპორტუნი – BSB ბათუმი 25-37
სპ: ხანდოლიშვილი – ჩაკვეტაძე 7, ბულბულაშვილი 6, იობაშვილი 5, ზურაბიანი 4, იმნაძე 2, გულდედავა 1, ჩიკვილაძე, დელიბაშვილი, აბდელდაიემი
ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – მიქავა 8, გოგოლაძე 6, აბრამიშვილი 6, ტიელიძე 5, ტალახაძე 4, სიმონია 2, ლაპიაშვილი 2, გიორგაძე 1, მსხვილიძე 1, მჟავანაძე 1, ცხადაია 1, ბერძენიშვილი, სტოლბოვი, თურმანიძე
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი
იმედი-სტუ – ქუთაისი 34-37
იმ: ცინცაძე, ხიდეშელი – ყორიაული 9, გავაშელიშვილი 6, ალანია 4, აბჟანდაძე 4, დოლმაზაშვილი 3, გოგალაძე 2, ჭელიძე 2, კორსანტია 2, ერისთავი 1, თიგიშვილი 1, გრიშიკაშვილი
ქუთ: გულეიშვილი, რუხაძე – სტურუა 7, გამზარდია 7, ფერაძე 7, ხაჟომია 5, რუსტამოვი 3, მერკვილაძე 3, სურმავა 3, ზარნაძე 2, კობახიძე, აბულაძე, ჯუღელი, ლომიძე, იმნაძე
მსაჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი
4 მარტი, ოლიმპიური სასახლე
16:00 სპორტუნი – ქუთაისი
18:00 იმედი-სტუ – BSB ბათუმი
3 მარტი |
თ | მ | ფ | წ | სხვ | ქ | ||||||||||||
BSB ბათუმი | 13 |
12 |
0 | 1 | 505-345 | 24 |
||||||||||||
ქუთაისი | 13 |
11 |
0 | 2 | 555-419 | 22 |
||||||||||||
იმედი სტუ | 13 | 9 | 0 | 4 | 410-335 | 18 | ||||||||||||
პეგასი | 12 | 7 | 0 | 5 | 384-379 | 14 | ||||||||||||
სპორტუნი | 13 | 4 | 0 | 9 | 404-464 | 8 | ||||||||||||
სამტრედია | 12 | 4 | 0 | 8 | 341-408 | 8 | ||||||||||||
გორი | 12 | 3 | 0 | 9 | 387-494 | 6 | ||||||||||||
წყალტუბო | 12 | 0 | 0 | 12 | 285-407 | 0 |