ქუთაისმა მეორე ადგილი შეინარჩუნა

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურში ქუთაისმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა პეგასი, 35-33 და მეორე ადგილი შეინარჩუნა. მესამეზე გადავიდა სტუ ქარიშხალა, ხოლო ლიდერობს შარშანდელი ჩემპიონი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ – ხუთიდან ხუთი მოგება.

როგორც ჩანს, ფინალურ ოთხეულში გასასვლელად 6 გუნდი იბრძოლებს და, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული სეზონის ბოლომდე კიდევ 16 ტურია, ექვსეულის ყველა მატჩი განსაკუთრებით დაძაბულია. ქუთაის-პეგასის პირველი ტაიმი 18-18 მორჩა და მეორეშიც რამდენჯერმე დაფიქსირდა საყაიმო ანგარიში. ჭაბუკთა ნაკრების ხელბურთელების, ცხოვრებაძის, გოგავასა და ლაპიაშვილის ლიდერობით პეგასი არაფერს უთმობდა უფრო გამოცდილ მეტოქეს –  გუნდი არ გატყდა არც ბაძაღუას ტრავმისა და არც ლაპიაშვილის გაძევების შემდეგ, კრიტიკულ სიტუციაში 17 წლის მეკარემ ირაკლი დიხამინჯიამ ზედიზედ 2 შვიდმეტრიანიც მოიგერია და დასრულებამდე 12 წუთით ადრე პეგასი წინ იყო – 30-28.

ქუთაისის გუნდში საუკეთესოები იყვნენ გამზარდია და სიმონია – მათი შესაჩერებლად პეგასის ჭაბუკებს ხშირად უხდებოდათ წესების დარღვევა და მატჩის ბოლო მეოთხედის მეტი წილი ნაკლებობაში თამაშობდნენ.  გადამწყვეტი სწორედ ეს მონაკვეთი აღმოჩნდა, როდესაც ქუთაისმა ზედიზედ ოთხჯერ გაიტანა და 55-ე წუთზე გამზარდიამ 32-30 დააწინაურა ქუთაისი. პეგასი მაინც არ დანებდა, სირენამდე 4 წუთით ანგარიში 31-32 იყო და პეგასი უტევდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და მალე რუსტამოვმა უპირატესობა თითქოს უხიფათო გახადა  – 34-31. დასრულებამდე 30 წამით ადრე ზარნაძემ შვიდმეტრიანით სხვაობა ისევ დაიყვანა მინიმუმამდე, მაგრამ ბოლო შეტევაში სიმონიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 35-33, ქუთაისმა მოიგო.

უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა გორმა პირველი ტაიმი ფრედ, 22-22 დაასრულა ლიდერთან, მერეც კარგახანს იბრძოლა და ბათუმმა მხოლოდ ბოლოში გატეხა მეტოქე – 45-38. დაახლოებით ასეთივე სცენარი იყო იმედ-სამტრედიის მატჩში, რომელიც თელაველებმა საბოლოოდ 10 ბურთით მოიგეს (40-30) და მეოთხე ადგილზე არიან. მესამეზე აინაცვლა სტუ-ქარიშხალამ, რომელმაც დაამარცხა ლიგის კიდევ ერთი დებიუტანტი, წყალტუბო – 47-21.

კვირას და ორშაბათს გლდანის დარბაზში მე-6-7 ტურის მატჩებია, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება. სამწრიანი ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ფინალური ოთხეულის ფორმატით იბრძოლებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

მე-5 ტური. 4 თებერვალი, გლდანი

გორი – ბსბ ბათუმი 38-45

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – ტიელიძე 11, ახალბედაშვილი 10, ზუბიაშვილი 7, ტარუაშვილი 5, ნიაზაშვილი 3, მჭედლიშვილი 2, იაშვილი, ტურაშვილი

ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – აბრამიშვილი 11, გოგოლაძე 7, გრიშიკაშვილი 7, სურმავა 7, გ. კობახიძე 4, ბერძენიშვილი 3, კვერნაძე 3, ქარდავა 3, წივწივაძე, ყაველაშვილი, მჟავანაძე, ვასაძე, ვაშალომიძე

მსაჯები: ვიტალი ზგობა – ტარას კუზი (უკრ)

წყალტუბო – სტუ ქარიშხალა 21-47

წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე – გიორგაძე 10, ბენიძე 5, ჩაკვეტაძე 4, მეტონიძე 1, დარსაველიძე 1, გოგიძე, შვანგირაძე

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – სტურუა 15, ბულბულაშვილი 13, გ. ფერაძე 8, მამულაშვილი 7, კარტოზია 2, ჯორბენაძე 1, ჭერაშვილი 1

მსაჯები: ტარას კუზი – რუსლან პერეპელიცა (უკრ)

იმედი თელავი – სამტრედია 40-30

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი, ლორია – გიორგაძე 9, ცისკარიშვილი 6, მიქავა 6, იობაშვილი 5, აბაშიძე 4, მაისაშვილი 3, ბაინაზიშვილი 2, ბაჯალაძე 2, აბჟანდაძე 1, ცხვარაშვილი 1, ყორიაული 1

სამ: ხონელიძე, შველიძე – ხაჟომია 13, თევზაძე 10, ნიკურაძე 3, ძნელაძე 2, ცხვარაძე, ზურაბიანი, ანტონოვიჩი, სხვიტარიძე

მსაჯები: რუსლან პერეპელიცა – ვიტალი ზგობა (უკრ)

ქუთაისი – პეგასი 35-33

ქუთ: ტორონჯაძე – გამზარდია 11, სიმონია 8, ჭელიძე 5, მერკვილაძე 4, რუსტამოვი 4, ჯუღელი 2, ალანია 1, კობახიძე, ჩიხლაძე

პეგ: ი. დიხამინჯია- ცხოვრებაძე 11, გოგავა 7, ლაპიაშვილი 6, ზარნაძე 4, გ. დიხამინჯია 3, ბაძაღუა 2, კაჭკაჭაშვილი, კალანდაძე

მსაჯები: ვიტალი ზგობა – ტარას კუზი (უკრ)

ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი

———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ

BSB ბათუმი———5—5—0—0–204-144-10

ქუთაისი————-5—4—0—1–173-154–8

სტუ-ქარიშხალა—–5—3—1—1–169-137–7

იმედი თელავი——5—3—0—2–165-142–6

პეგასი—————-5—2—1—2–200-169–5

სამტრედია———-5—2—0—3–173-181–4

გორი—————–5—0—0—5–177-221–0

წყალტუბო———-5—0—0—5–145-258–0

5 თებერვალი

12:00 იმედი თელავი – წყალტუბო

13:30 ქუთაისი – გორი

15:00 სტუ-ქარიშხალა – სამტრედია

16:30 ბსბ ბათუმი – პეგასი

6 თებერვალი

12:00 გორი – წყალტუბო

13:30 იმედი თელავი – ქუთაისი

15:00 პეგასი – სამტრედია

16:30 სტუ-ქარიშხალა – ბსბ ბათუმი

ფოტო: უჩა გამზარდია, ქუთაისი

Leave a Reply