ქუთაისმა ლიდერობა შეინარჩუნა

ხელბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატს 19 ტურის შემდეგ შემდეგ 33 ქულით ლიდერობს ქუთაისი, შემდეგ მოდიან ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და სტუ-ქარიშხალა 31-31 ქულით, თბილისის პეგასი (21) და თელავის იმედი (19). რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტური დარჩა. 

დღეს თელავის იმედმა 41-36 მოუგო სამტრედიას და ფინალურ ოთხეულში გასვლის შანსები შეინარჩუნა; ბათუმმა 51-32 მოუგო გორს და რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულების შესაძლებლობა ჯერაც აქვს, თუ ქუთაისი დარჩენილ 2 ტურში 2 ქულას დაკარგავს; სტუ-ქარიშხალამ 56-24 მოუგო წყალტუბოს.

მთავარ მატჩში ქუთაისი ეთამაშებოდა მეოთხე ადგილზე მყოფ პეგასს. დასაწყისიდანვე ქუთაისელებმა პერსონალურად აიყვანეს პეგასის ერთ-ერთი ლიდერი ცხოვრებაძე, პასუხად პეგასის მწვრთნელმა მეურვე მიუჩინა ქუთაისის გამთამაშებელ გამზარდიას. მთელი თამაში ასე გაგრძელდა: ვინც თავს გამოიჩენდა, უმალ საგანგებო ყურადღება ექცეოდა, საბოლოოდ კი ვინ ვინ აიყვანა პერსონალურად, ამის ჩამოთვლას აზრი არა აქვს – კლასიკური 6-0 დაცვა არც კი გვიხილავს, შედეგად კი მივიღეთ თამაში-გადარბენა, რომელშიც 97 გოლი გავიდა და ქუთაისმა 52-45 მოიგო.

ხვალ, ბოლოსწინა ტურში თამაშობენ იმედი თელავი – წყალტუბო, ქუთაისი – გორი, სტუ-ქარიშხალა – სამტრედია, BSB ბათუმი – პეგასი. ზეგ სპორტკომპლექს არენაში  ბოლო 4 მატჩია, რის შემდეგაც ფინალური ოთხეული გამოვლინდება და ნახევარფინალები დაკომპლექტდება.  

თამაშები სპორტკმპლექს არენას მეორე დარბაზში 12 საათიდან იწყება. ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი გადაიცეემა ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხით: https://www.youtube.com/user/handballgoergia და ფეისბუკით: https://www.facebook.com/GEONHF. აქვე იქნება ჩანაწერებიც.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

19 ტური, არენა 2, 7 მაისი

გორი – BSB ბათუმი 32-51

გორ: ვათიაშვილი – ზუბიაშვილი 7, ტიელიძე 6, დალაქიშვილი 4, მურადაშვილი 3, ნიაზაშვილი 3, ტ. მჭედლიშვილი 3, ტარუაშვილი 3, ტურაშვილი 2, ახალბედაშვილი 1, ტერუნაშვილი, იაშვილი

ბათ: სამყურაშვილი 1, ანდრიაძე – სურმავა 10, გრიშიკაშვილი 8, გოგოლაძე 7, აბრამიშვილი 6, ქარდავა 6, გ. კობახიძე 5, გოგალაძე 5, წივწივაძე 3, ყაველაშვილი

წყალტუბო – სტუ-ქარიშხალა 24-56

წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 9, გიორგაძე 4, მეტონიძე 4, ჩაკვეტაძე 2, გ. გველესიანი 2, დარსაველიძე 1, გოგიძე 1, შვანგირაძე 1, ბენიძე

სტუ: ხიდეშელი, ხანდოლიშვილი – მამულაშვილი 22, ბულბულაშვილი 14, არსენაშვილი 12, კარტოზია 4, სტურუა 3, გ. ფერაძე 1

იმედი თელავი – სამტრედია 41-36

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ყორიაული 7, გიორგაძე 7, იობაშვილი 7, ბაინაზიშვილი 6, აბჟანდაძე 6, ცისკარიშვილი 3, მიქავა 3, კორსანტია 1, აბაშიძე 1

სამ: შველიძე, ხონელიძე – თევზაძე 13, ხაჟომია 12, ძნელაძე 5, ნიკურაძე 3, ზურაბიანი 2, ცხვარაძე 1, დემეტრაშვილი  

ქუთაისი – პეგასი  52-45

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე – გოგავა 10, ი. დიხამინჯია 8, კაჭკაჭაშვილი 7, ცხოვრებაძე 7, კალანდაძე 4, ლაპიაშვილი 3, ზარნაძე 3, კუხალაშვილი 2, ქათამაძე 1, ბაძაღუა, კახოშვილი, ნ. კევლიშვილი

ქუთ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – რუსტამოვი 11,  გამზარდია 10, სიმონია 10, მათნაძე 7, ჭელიძე 5, მერკვილაძე 3, უ. კობახიძე 3, ჯუღელი 2, ახალაძე 1, ჩიხლაძე, ლომიძე

მსაჯები: რ. პერეპელიცა-ა.ნოვიკოვი (უკრ) , ა. კოვალჩუკი-ი. კოვალჩუკი (მლდ), დელეგატი: ლ. გელაშვილი

———————–თ–მ—ფ—წ——-ბ—–ქ

ქუთაისი————19–16—1—2–715-616-33

BSB ბათუმი——–19–15—1—3–712-556-31

სტუ-ქარიშხალა—-19–15—1—3–679-526-31

პეგასი—————-19–10—1—8–698-645-21

იმედი თელავი——19—9—1—9–564-525-19

სამტრედია———-19—4—0–15–635-723–8

გორი—————–19—3—1–15–677-767–7

წყალტუბო———–19—1—0–18–557-869—2

4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში

6 მაისი. ბათუმი – იმედი თელავი 22-20, სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 28-31,

სამტრედია – გორი 37-46, პეგასი – წყალტუბო 42-29

8 მაისი

12:00 იმედი თელავი – წყალტუბო

13:45 ქუთაისი – გორი

15:30 სტუ-ქარიშხალა – სამტრედია

17:15 BSB ბათუმი – პეგასი  

9 მაისი

12:00 გორი – წყალტუბო

13:45 იმედი თელავი – ქუთაისი

15:30 პეგასი – სამტრედია

17:15  სტუ-ქარიშხალა – BSB ბათუმი

ფინალური ოთხეული: 16-17 მაისი, თბილისი

Leave a Reply