ქუთაისის ძნელი მოგება
ქუთაისის სპორტის სასახლეში განახლდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. აქ შეიკრიბა 4 გუნდი (ქუთაისი, სამტრედია, პეგასი და თელავის იმედი), რომელიც წყვილ ტურს გამართავს.
პირველ დღეს სამტრედიამ დაამარცხა თბილისის პეგასი – 44-28 და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა, თუმცა, კონკურენტებზე ერთი მატჩით მეტი აქვს გამართული.
გაცილებით უფრო დაძაბული იყო ქუთაისის სახელბურთო კლუბისა და თელავის იმედის მატჩი. თელაველებს 3 მატჩის შემდეგ ქულა არ ჰქონდათ, მაგრამ სერიოზული ბრძოლა გაუმართეს მასპინძლებს და ტაიმი ერთი ბურთით წააგეს 12-13, საბოლოოდ კი ორით დამარცხდნენ – 27-29. გუნდმა დაიმატა ლეგიონერი, აზერბაიჯანელი ვალიევი, რომელმაც 5 გოლიც გაიტანა,
შეხვედრები იმსაჯეს უკრაინელმა არბიტრებმა, მიშჩუკმა და როჟკოვმა. უკრაინელი იყო მატჩების დელეგატიც – ვალენტინ ვაკულა.
3 თებერვალს ქუთაისში თამაშობენ სამტრედია-თელავი, ქუთაისი-პეგასი, 4 და 5 თებერვალს კი დანარჩენი 4 გუნდი (სტუ, ქარიშხალა, ფოთის „ოქროს ვერძი“ და ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“) თბილისში გამართავს წყვილ ტურს. 4 თებერვალს თამაშები სპორტკომპლექსი არენაში გაიმართება, ხოლო 5 თებერვალს – ახალ სპორტის სასახლეში.
9-10 თებერვალს, ქუთაისში, ქუთაისსა და სამტრედიასთთან სათამაშოდ ჩავლენ სტუ და ქარიშხალა, ხოლო 11-12 თებერვალს იმედი და პეგასი უმასპინძლებენ ბათუმსა და ფოთს. ამით პირველი წრე დასრულდება. 8 გუნდი გამართავს ორ წრეს (14-14 მატჩი), 4 საუკეთესო კი მედლებისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16
2 თებერვალი, ქუთაისი, სპორტის სასახლე
სამტრედია-პეგასი 44-28
სამ: სამიტაშვილი 1, ხონელიძე – ხაჟომია 7, სიმონია 7, გიორგაძე 6, თევზაძე 6, ვ. ზურაბიანი 6, გოგოლაძე 5, ჯ. ნიკურაძე 3, ცხვარაძე 2, გეგია 1, ხვიჩია, ღაღანიძე, ანტონოვიჩი, რ. ზურაბიანი
პეგ: ცინცაძე – ზარნაძე 8, კოხრეიძე 5, დიხამინჯია 5, ბაძაღუა 3, აბჟანდაძე 3, ცხვარაშვილი 2, ცხოვრებაძე 1, ლაპიაშვილი 1, გოგავა
ქუთაისი-იმედი თელავი 29-27
ქუთ: სამყურაშვილი, გულეიშვილი, კუპატაძე – კბილაშვილი 11, რუსტამოვი 6, მათნაძე 5, გრიშკაშვილი 4, კვერნაძე 3, მერკვილაძე, ჩიხლაძე, ჯუღელი, უ. კობახიძე, მამისეიშვილი, ლომიძე, ძნელაძე, ნატროშვილი
თელ: ხარაიშვილი, ლორია – ზ. იობაშვილი 8, ვალიევი 5, მ. მღებრიშვილი 5, ნარსია 4, დოლმაზაშვილი 2, მიქავა 2, გოგუა 1, ყორიაული, აბაშიძე, ბაინაზიშვილი, თ. მღებრიშვილი, ცისკარიშვილი, მელაშვილი, თ. მღებრიშვილი
მსაჯები:ნ. მიშჩუკი, ვ. როჟკოვიდელეგატი:ვ. ვაკულა (უკრ),მეთვალყურე:ვ. ბერიაშვილი
3 თებ. 13:00, სამტრედია-იმედი თელავი, 15:00 ქუთაისი-პეგასი
4 თებერვალი, თბილისი, არენა 1
14:00 სტუ-ბათუმი, 16:00 ქარიშხალა-ფოთი
5 თებერვალი, თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
14:00 ქარიშხალა-ბათუმი, 16:00 სტუ-ფოთი
—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ
სამტრედია—4—3—0—1—167-121–6
ბათუმი——-3—3—0—0—108—84–6
სტუ———–3—3—0—0—104—89–6
პეგასი———4—2—0—2—126–137–4
ქუთაისი——4—2—0—2—130-142–4
ქარიშხალა—-3—1—0—2—103-109–2
თელავი——-4—0—0—4—113-129–0
ფოთი———3—0—0—3—-97-137–0