ქუთაისის დრამატული მოგება ბოლო წუთზე
ქუთაისის სპორტის სასახლეში, სახელბურთო კლუბმა ქუთაისმა ბოლო წუთზე, 32-31 დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ და 6 ქულით „პეგასთან“ ერთად დაწინაურდა. სამტრედიამ მოუგო წყალტუბოს, 28-23. უმაღლესი ლიგა 26 ნოემბერს განახლდება.
ქუთაისი-ბათუმი: https://www.youtube.com/watch?v=uKbJqmE1C9s
ერთი თვის წინ, თასის ფინალში ბათუმმა 27-20 მოუგო ქუთაისს და დღევანდელ მატჩსაც თავიდან იგივე პირი უჩანდა. სამმა ცაციამ – მსხვილიძემ, გოგოლაძემ და ტიელიძემ ჩემპიონი 5-0 დააწინაურა და ქუთაისის მწვრთნელს, ბოყოჩაძეს ტაიმაუტის აღება დასაწყისშივე მოუხდა.
მაგრამ, ოთხჯერ გაიქცა სწრაფ გარღვევაში რუსტამოვი, თამაშში კარგად შემოვიდა მეკარე გულეიშვილი, გამზარდიამ ანგარიში გაათანაბრა (9-9), სურმავამ წინაც გაიყვანა თავისი გუნდი და ტაიმი ქუთაისმა 14-13 მოიგო.
შესვენების შემდეგ ბათუმმა ისევ მოიპოვა უპირატესობა – 19-16. ქუთაისელთა დევნა წარმატებით დააბოლოვეს სტურუამ და გამზარდიამ – ანგარიში ისევ გათანაბრდა – 24-24.
მსხვილიძის ორიგინალური პასის შემდეგ გუნდმა ორწუთიანი და შვიდმეტრიანი მოიპოვა, რომელიც გოლად აქცია გოგოლაძემ, შემდეგ კი აბრამიშვილმა ისევ მოუპოვა ბათუმს ოთხბურთიანი უპირატესობა, 28-24. ამ მონაკვეთში ქუთაისელებმა ზედიზედ ორი შვიდმეტრიანი ვერ გაუტანეს მეკარე ტორონჯაძეს.
ბათუმს ტრავმის გამო აკლდა სიმონია, დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი წითელი ბარათი მიიღო მსხვილიძემ, თუმცა, ჩემპიონის ოთხბურთიანი უპირატესობა თითქოს საკმაო უნდა ყოფილიყო გამარჯვებისთვის, მით უფრო, რომ მსხვილიძის პოზიციაზე მშვენივრად თამაშობდა ტიელიძე (9 გოლი).
მაგრამ ახლა ქუთაისმა მოაწყო ოთხბურთიანი გარღვევა და რუსტამოვმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა 28-28. რჩებოდა 4 წუთი. აბრამიშვილის 2 გოლის შემდეგ ბათუმი კიდევ ერთხელ დაწინაურდა- 31-29, მაგრამ ზარნაძემ და გამზარდიამ გაათანაბრეს, ქუთაისელთა ბოლო შეტევა კი სტურუამ დააბოლოვა – 32-31 და ჩემპიონს ბოლო შეტევაში დრო აღარ ეყო.
მეორე მატჩში სამტრედიამ 28-23 დაამარცხა ბოლო წლების უცვლელი კონკურენტი, წყალტუბოს პრომეთე, ხოლო მათმა ლიდერმა, ნიკოლოზ ძნელაძემ 16 გოლი გაიტანა.
ახლა ჩემპიონატი შარშანდელისგან ოდნავ შეცვლილი ფორმატით გაგრძელდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი – ოთხდღიანი და 16-მატჩიანი ტური დაიყოფა ოთხ ნაწილად. თითოში გაიმართება 4-4 მატჩი. უახლოესი თამაშები გაიმართება 26 და 27 ნოემბერს თბილისში, იქამდე კი საქართველოს ნაკრების ის ხელბურთელები, რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ გამართავენ პირველ საწვრთნელ შეკრებას იანვრის ძალიან საპასუხისმგებლო სანაკრებო მატჩების წინ.
საქართველოს ჩემპიონი კი ტრადიციულად გამოვლინდება: სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
კაცები, უმაღლესი ლიგა. 13 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე
წყალტუბო – სამტრედია 23-28
წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – გ. გველესიანი 6, ხელაძე 6, ჯიმშელეიშვილი 4, მ. გველესიანი 3, მუკბანიანი 2, მეტონიძე 1, ნ. ბაბუნაშვილი 1, აფხაძე, რ. ბაბუნაშვილი, კოვზირიძე, გოდოლაძე, ფანცხავა, ჩავჩიძე
სამ: ფახურიძე, დუნდუა – ძნელაძე 16, ხელისუფალი 3, აფრიდონიძე 3, ჟვანია 3, ხომერიკი 3, მანაგაძე, ხონელიძე, ადამია, ქავზინაძე, ნადირაძე
მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი
BSB ბათუმი – ქუთაისი 31-32
ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – ტიელიძე 9, აბრამიშვილი 8, მსხვილიძე 4, გოგოლაძე 4, ლაპიაშვილი 3, ბერძენიშვილი 1, მიქავა 1, გიორგაძე 1, ტალახაძე, თურმანიძე, მჟავანაძე, სტოლბოვი
ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი, რუხაძე – რუსტამოვი 9, გამზარდია 7, სტურუა 6, სურმავა 4, ზარნაძე 3, ხაჟომია 2, მერკვილაძე 1, ფერაძე, კობახიძე, ლომიძე, ჯუღელი, იმნაძე, აბულაძე
მსაჯები: გ. გველესიანი – ი. ჭკუასელი, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი
13 ნოემ. |
თ | მ | ფ | წ | სხვ | ქ | ||||||||||||
ქუთაისი | 3 | 3 | 0 | 0 | 121-84 | 6 | ||||||||||||
პეგასი | 3 | 3 | 0 | 0 | 100-79 | 6 | ||||||||||||
BSB ბათუმი | 3 | 2 | 0 | 1 | 101-77 | 4 | ||||||||||||
იმედი სტუ | 3 | 2 | 0 | 1 | 67-55 |
4 | ||||||||||||
გორი | 3 | 1 | 0 | 2 | 78-85 | 2 | ||||||||||||
სამტრედია | 3 | 1 | 0 | 2 | 78-102 | 2 | ||||||||||||
სპორტუნი | 3 | 0 | 0 | 3 | 95-121 | 0 | ||||||||||||
წყალტუბო | 3 | 0 | 0 | 3 | 71-108 | 0 |
26 ნოემბერი, თბილისი
სპორტუნი – წყალტუბო, იმედი-სტუ – სამტრედია
27 ნოემბერი, თბილისი
სპორტუნი – სამტრედია, იმედი-სტუ – წყალტუბო
3 დეკემბერი, ქუთაისი
BSB ბათუმი – გორი, ქუთაისი – პეგასი
4 დეკემბერი, ქუთაისი
BSB ბათუმი – პეგასი, ქუთაისი – გორი
10 დეკემბერი, თბილისი
გორი – წყალტუბო, პეგასი – სამტრედია
11 დეკემბერი, თბილისი
გორი – სამტრედია, პეგასი – წყალტუბო
17 დეკემბერი, ქუთაისი
BSB ბათუმი – სპორტუნი, ქუთაისი – იმედი-სტუ
18 დეკემბერი, ქუთაისი
BSB ბათუმი – იმედი-სტუ, ქუთაისი – სპორტუნი