ქარიშხალა და გორი თბილისის თასის გამარჯვებულები არიან
დღეს დასრულდა თბილისის თასი 2024 ქვიშის ხელბურთში, რომელშიც მამაკაცთა და ქალთა 10 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ტურნირი ჩატარდა თბილისის ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
ვაჟთა მესამე ადგილის მატჩში გორმა 2-0 დაამარცხა სამტრედია. ფინალში კი ერთმანეთს აჭარა და ქარიშხალა დაუპირისპირდნენ. თბილისელებმა ორივე პერიოდი მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ.
საბოლოო მდგომარეობა:
I ადგილი – ქარიშხალა (თბილისი)
II ადგილი – აჭარა
III ადგილი – გორი
ქალთა შეჯიბრი წრიული სისმტემით გაიმართა, სადაც მესამე ადგილზე გავიდა ფსოუ, რომელმაც ორი მატჩი დათმო სამტრედიასა და გორთან. მეორე ადგილზე გავიდა სამტრედია, ხოლო გორმა თავის მხრივ ყველა მატჩი მოიგო და თბილისის თასი 2024-ის ჩემპიონი გახდა.
საბოლოო მდგომარეობა:
I ადგილი – გორი
II ადგილი – სამტრედია
III ადგილი – ფსოუ (თბილისი)
თბილისის თასი 2024 სეზონის დაწყებამდე ბოლო ტურნირია, რომლის შემდგომაც ეროვნული ჩემპიონატები აიღებს სტარტს.