სიახლეები
ქართველი ხელბურთელები ლევილის ისტორიულ მამულში
ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება, რომელიც საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალის მეშვიდე კვირაში ქართველმა ხელბურთელებმა ლანა მარგიანმა, მარიამ ჩავჩიძემ და ქეთა ვენეცკიმ ჩაატარეს მასტერკლასი. თამაშებთან ერთად მათ ისაუბრეს ქალთა ხელბურთის ისტორიასა და ბოლოდროინდელ შედეგებზე.
საერთო ჯამში ფესტივალში 700-მდე სპორტსმენი და ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო